ომბუდსმენი სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტების გამოძიებას ითხოვს
საქართველოს სახალო დამცველი ნინო ლომჯარია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების სავარაუდო ფაქტების გამოძიებას ითხოვს, რომელთა შესახებაც ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებიდან გახდა ცნობილი.
31 ოქტომბერს, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შესაძლო ჰომოსექსუალობაზე საჯაროდ ისაუბრა, რასაც მომდევნო დღეებში სხვადასხვა სასულიერო პირის მიმართ ანალოგიური ბრალდებები, მათ შორის, არასრუწლოვან პირებთან სავარაუდო კავშირის შესახებ განცხადებები მოჰყვა.
სახალხო დამცველის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს“.
„მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „შესაბამისი რეაგირების თხოვნით“, უკვე მიმართა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)