დამფუძნებელი კრება ვაკეში სტადიონის მოწყობას გეგმავს
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 15 ნოემბერი, N259
სტადიონის მოწყობა
დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში გერონტი ქიქოძემ დაწვრილებითი მოხსენება გააკეთა ვაკეში სტადიონის მოწყობის შესახებ და გააცნო კომისიას სპეციალისტების აზრი. ამ სტადიონის შესახებ. ქალაქის გამგეობას აზრად აქვს სტადიონამდე ტრამვაი ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინის გზა გაიყვანოს და სტადიონის ირგვლივ მთის კალთებზე ხეები დარგოს.
სტადიონის ასპარეზი იქნება 100X200 კვადრატული საჟენის სიფართოვისა. გამოირკვა, რომ ქვის ამფითეატრის აშენება მეტად ძვირი დაჯდება; ამიტომ იგი უბრალოდ უნდა გაიმართოს მთის კალთების შესაფერისათ გათხრით.