ზალკალიანი ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც 20 ნოემბერს ბრიუსელს სტუმრობს, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, დღეს ნატოს გენერალური მდივნის ახალ მოადგილეს მირჩა ჯოანეს შეხვდა.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა გენერალური მდივნის მოადგილესთან მირჩა ჯოანესთან, სადაც ნატო-საქართველოს დატვირთული და ნაყოფიერი დღის წესრიგი და მომავალი მოვლენები განვიხილეთ“, – დაწერა ზალკალიანმა Twitter-ზე შეხვედრის შემდეგ. მისი თქმით, „ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა“.
Glad to be in Brussels were #NATO ministerial meeting is ongoing. Had an excellent meeting with deputy SG @Mircea_Geoana discussing NATO-GEORGIA busy and fruitful agenda& upcoming events. NATO’s unwavering support to Georgia was once again confirmed pic.twitter.com/J3GXOsRGc8
— David Zalkaliani (@DZalkaliani) November 20, 2019
ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მინისტერიალი ბოლო მაღალი დონის შეხვედრაა ლონდონში 3-4 დეკემბერს დაგეგმილი ნატოს ლიდერების შეხვედრამდე. ამიტომ, მისი თქმით, „ეს ფორმატი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რათა აისახოს საქართველოს პროგრესი ნატოში ინტეგრაციის გზაზე“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება გერმანელ და ფრანგ კოლეგებთან შეხვედრებზე უახლოეს მომავალში ბერლინსა და პარიზში დაგეგმილი ვიზიტების დროს.
ქართველი ექიმის უკანონო დაკავების საკითხზე ზალკალიანმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინისთან, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზმარი დიკარლოსთან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)