ბათუმის პორტს ფრანგული სამხედრო ხომალდი სტუმრობს
საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამხედრო ხომალდი „კომანდანბირო“ 22-25 ნოემბერს ბათუმის პორტს სტუმრობს.
საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ხომალდი ბათუმში საფრანგეთი-საქართველოს თავდაცვითი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფება.
საელჩომ ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და „კომანდან ბირო“-ს მეთაური, მაქსიმ ლერუა დღეს ბათუმში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.
25 ნოემბერს, ფრანგი მეზღვაურები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლები ღია ზღვაში ერთობლივ სწავლებებს გამართავენ.
აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ მსგავს ვიზიტებს საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიდი მნიშვნელობა აქვს.
მან ასევე აღნიშნა, რომ პარტნიორი ქვეყნების ხშირი საპორტო ვიზიტები მათი ინტერესისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, ასევე ზოდადად შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ მათი მხარდაჭერის ნიშანია.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)