სოხუმის ქალაქის საბჭოს დადგენილებანი
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 11 დეკემბერი, N281
ცენტრალურ მთავრობიდან ფულის სესხების შესახებ სოხუმის ქალაქის თავი ტფილისში ფულის სასესხებლად ცენტრალურ მთავრობიდან ჯარის სურსათისთვის და მილიციის შესანახათ, აგრეთვე მან უნდა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა მიეცეთ სესხათ 200 000 მანეთი.
მიენდოს ქალაქის თავს პრინციპიალურად საკითხის გამორკვევა იმის შესახებ შეიძლება თუ არა ქარხნის მიყიდვა ქალაქის თვითმმართველობაზე და თუ შეიძლება რა პირობებში.
დამტკიცდეს ნიხრი ხორცზე და ეთხოვოს გამგეობას, რათა ნიხრი დაადო ყველა პროდუქტს.
გადაიდოს 5000 მანეთი სოხუმის პირველ გიმნაზისათვის ათი პაის შესაძენათ და ეთხოვოს გამგეობა გადაიხადოს შეძლების დაგვარად.
გადიდებულ იქნეს ბუნების მოყვარულ საზოგადოების დახმარება 1500 მანეთი წელიწადში იმ პირობით, რომ გამგეობაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენელნი.
მომრიგებელ მოსამართლის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ბ. ხაჟომია.
საბჭომ დაადგინა: ვინაიდან არავითარი საშუალება არ არის ფანრების შეძენისა, მიენდოს ქალაქის გამგეობას იშუამდგომლოს აფხაზეთის კომისარიატის წინაშე, რათა შეცვლილ იქნეს მისი განკარგულება ეზოების განათების შესახებ ნავთის ფანრით და მოეთხოვოს ელექტროს საზოგადოებას ქუჩების ნორმალური განათება.
რეალური სასწავლებლის შენობის შეკეთების შესახებ საბჭომ დაადგინა: ეს საკითხი გადაიდოს და ეთხოვოს ქ. გამგეობას შეკრიბოს ცნობები თუ რა ვალდებულებანი მიიღო თავის თავზე ქალაქის თვითმმართველობამ რეალურ სასწავლებლის დაარსების დროს.
მიეცეს დგებუაძეს და ერემეევას 2000 მანეთი თითოს, როგორც ფასი ცოფიანი ძაღლის ნაკბენიდან წამლობისა.
იმ ღვაწლის გამო, რომელიც მიუძღვის ი მ. ალოიზის ქალაქის წინაშე, ის დასაფლავდეს პოლონურ ეკლესიას გალავანში და თანაგრძნობა გამოეცხადოს მის ოჯახს ქალაქის თვითმმართველობის სახელით.
საბჭომ დაადგინა არ გადაახდევინოს 2300 მანეთი, ე. ი. 50% საიჯარო გადასახადი იმ პირთ, რომელთა მიწებზე მოსავალი სეტყვამ გაანადგურა.
მომრიგებელ მოსამართლეთ არჩეულ იქნა პაიჭაძე.
საბჭომ დაადგინა მიეცეს გარდაცვალებულ სპირიდონ მიმინოშვილის ოჯახს დახმარების სახით 5000 მანეთი.