მთავრობა დიდი ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებას გეგმავს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 17 დეკემბერი, N285

მთავრობაში

მთავრობის 9 დეკემბრის სხდომა.

დაესწრნენ: მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – ევ. გეგეჭკორი; მინისტრები – ბ-ნნი კანდელაკი, ერაძე, რამიშვილი; სახელმწიფო კონტროლიორი – ბ-ნი გოგიჩაიშვილი; მინისტრთა ამხანაგები – ბ-ნნი ჭიჭინაძე, ცინცაძე, ჭავჭანიძე, გელეიშვილი, ბახტაძე, ქარცივაძე, გედევანიშვილი, გზათა დეპარტამენტის დირექტორი – ჭიჭინაძე, იუსტიციის  დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელი – ჟორდანია.

გაირჩა შემდეგი საკითხები:

ხეთა-სოხუმის რკინის გზის პროექტი

ზუგდიდის იქით ხეთა-სოხუმის რკინისგზის გაყვანის საკითხის ყოველ მხრივი გამორკვევა და მთავრობისათვის მოხსენება დაევალოს გზათა დეპარტამენტს.

ამავე საკითხს შესახებ შესაფერი მოლაპარაკებების გამართვა ადგილობრივ ერობებთან მიენდოს შინაგან საქმეთა მინისტრს

მდინარე რიონის ნაპირების გამაგრება

ლანჩხუთის ქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლის შუამდგომლობა მდინარე რიონის ნაპირების გამაგრების საქმეში დახმარების აღმოჩენის შესახებ-მასალითურთ გადაეცეს მიწათ მოქმედების სამინისტროს საკითხის წინასწარ შესასწავლათ და მთავრობისთვის მოსახსენებლათ.