ცხინვალმა ქართველ ექიმს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს ოკუპირებულ ახალგორთან, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, 1 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- ქართველი ექიმის გათავისუფლება საოკუპაციო ხაზთან მოითხოვეს
- ცხინვალმა ქართველი ექიმი პატიმრობაში დატოვა
რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ქართველი ექიმი გასამართლდა, საზღვრის უკანონო კვეთისათვის სასჯელის სახით, პატიმრობის გარდა, არასაპატიმრო სასჯელებსაც ითვალისწინებს, მათ შორის, ჯარიმას 200 ათასი რუბლის (დაახლოებით 3 200 აშშ დოლარის) ოდენობით, ასევე ორ წლამდე ვადით იძულებით შრომას, თუმცა მოსამართლე ფატიმა ფარასტაევამ მაქსიმალურად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.
თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ.
ასევე წაიკითხეთ:
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
- –
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)