თბილისში რუსეთის იმპერიის მოხელეთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყება
საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 25 დეკემბერი N292
ძეგლების გაუქმება
ქალაქის გამგეობამ დაადგინა, ვინაიდან შეუფერებელია დემოკრატიული რესპუბლიკის დედა ქალაქში ძველი რეჟიმის მოხელეთა ერთგული სამსახურისთვის პატივსაცემლად აგებული ძეგლების არსებობა – იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა მოხსნილი იქნეს ძეგლები: ვორონცოვის, გრიაზანოვის, ჯვარი ვერაზე და სხვა მრავალი.