ერუშეთელი ქართველი მუსლიმები რესპუბლიკის მთავრობას ახალ წელს ულოცავენ

საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 1 იანვარი, N1

საახალწლო მილოცვა

ახალციხიდან რედაქციამ შემდეგი დეპეშა მიიღო: “ჩვენ ისტორიული ერუშეთის თქვენი ღვიძლი ძმები, აწ სამუდამოდ ჭირისა და ლხინის თქვენი მოზიარე ქართველი მუსლიმანები ვულოცავთ საქართველოს ღირსეულ მთავრობას და ვუსურვებთ მას დღეგრძელობას სამშობლოს და დემოკრატიის საკეთილდღეოთ. მონდობილობით: ჯემალ ბეგ ხიშიაშვილი, ისმაილ ფაგრატ ოღლი რაგიმ ბეგ ხიმშიაშვილი, მოლა იბრაგიმი, სერვენტ ბეგი გასანბეგოვი, რამედ გაჯიევი, შაანვერ ოღლი, საფარ არუსეინ ოღლი”.