ფოტოამბავი: თბილისში ირანის საელჩოსთან სოლეიმანის სამგლოვიარო აქცია გაიმართა
თბილისში, ირანის საელჩოსთან, 6 იანვარს ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის ხსოვნის საპატივსაცემოდ სამგლოვიარო აქცია გაიმართა.
აქციას დაახლოებით 70-მდე ადამიანი ესწრებოდა, თითქმის ყველა მათგანი ირანის მოქალაქე იყო.
გენერალი ყასემ სოლეიმანი პარასკევს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე ერაყში განხორციელებული ავიადარტყმის დროს დაიღუპა.
62 წლის სოლეიმანი ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის რეგიონულ ძალებს, ე.წ. ყუდსის დანაყოფებს ხელმძღვანელობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)