ელიზაბეთ რუდი: აშშ თბილისის კონტროლირებულ ტერიტორიაზე „მიმდინარე ბორდერიზაციის“ გამო შეშფოთებულია
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა 15 იანვარს თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებულ საოპუპაციო ხაზზე ვითარების გაუარესების გამო, კერძოდ, „მიმდინარე ბორდერიზაციითა“ და საგუშაგოების აშენებით „იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია თბილისი აკონტროლებს“.
- სუსი: საოკუპაციო ძალებმა სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ „უკანონო ინსტალაციები“ აღმართეს
- ცხინვალი ახალი წლის წინ გამშვებ პუნქტს დროებით კეტავს
- ცხინვალში ახალგორის მუნიციპალიტეტიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
ელიზაბეთ რუდის თქმით, „გაუარესებული პირობები ჰუმანიტარულ სირთულეებს ქმნის“ და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას ცხოვრებას ურთულებს. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას გახსნას გამშვები პუნქტები ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე და უზრუნველყოს თავისუფალი გადაადგილება და ჰუმანიტარული მისიების წვდომა [რეგიონში], ასევე საშუალება მისცეს ადამიანებს ცხინვალის რეგიონში, საჭირო სამედიცინო დახმარებით ისარგებლონ და ნორმალური ცხოვრებით იცხოვრონ“, – განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)