გურიის ერობამ სკოლები, ამბულატორიები და საცდელი მინდვრები გამართა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 21 იანვარი, N114
გურიის ერობაში
სკოლების რევიზია
სასკოლო განყოფილების უფროსმა, ინსტრუქტორმა გოგუაძემ დაათვალიერა მაზრის სკოლები, საიდანაც გამოიკვეთა, რომ სკოლების საქმე მაზრაში სასურველ ნიადაგზეა დაყენებული.
საბეითლო დახმარება
ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობამ დაადგინა გაყოს მაზრა სამ საბეითლო უბნათ: 1) ოზურგეთის, 2) ლანჩხუთის და 3) ჩოხატაურის. ამ რაიონებში გაიხსნა ამბულატორიები და არის მუდმივათ ექიმი. (ამჟამათ მაზრაში სამი ექიმია და 5 თანაშემწე) ახლო მომავალში გაიხსნება საბეითლო პუნქტები: სუფსაში, აკეთში, სურებში და სხვა ადგილებში. საჭირო მასალის უქნლობა ხელს უშლის აბულატორიების სათანადოთ მოწყობას.
საცდელი მინდვრები
თანახმად უკანასკნელ ყრილობის გადაწყვეტილებისა გურიის ერობის გამგეობა შეუდგა მის განკარგულებაში არსებულ ყველა ჭაობიან ადგილების ამოშრობას. ერობის ეკონომიური განყოფილება აგროვებს ამისათვის საჭირო ცნობებს.
სააგრონომიო დახმარებისათვის მთავრობამ წინადადება მისცა თემებს, გამოჰყონ საფონდო მიწებიდან – თუ ასეთი არის – საცდელი მინდვრებისათვის მიწები და წარუდგინონ ეკონომიურ განყოფილებას ამის შესახებ ყოველგვარი ცნობები და აღძრან შუამდგომლობა მიწათ-მოქმედების სამინისტროს წინაშე ასეთ მიწების ერობისათვის გადაცემის შესახებ.