საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ იანვარში 6.4% შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარში საქართველოს წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა მას შემდეგ, რაც წინა თვეს 7% იყო. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (11.3%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (11.2%), და ტრანსპორტი (3.3%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.3%) და ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (1.8%). ფასები კატეგორიაში „დასვენება, გართობა და კულტურა“ შემცირდა (4.5%).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)