სამხედრო სამინისტრო ფრონტზე ეპიდემიის გავრცელებას ებრძვის
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 8 თებერვალი, N3
სამხედრო სამინისტროში
სამხედრო მინისტრის ამხანაგმა გენერალმა ალექსანდრე გედევანიშვილმა შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა სოხუმში გენერალ ართმელაძეს:
„მთავრობის დადგენილებით მინისტრი გიბრძანებთ დანიშნოთ განსაკუთრებულ უფლებით აღჭურვილი ექიმი ფრონტზე ეპიდემიის მოსასპობათ. აღნიშნულ ექიმს დაუმორჩილეთ ყველა სანიტარიის ექიმები, როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო, სწრაფი ზომების მისაღებათ 100 ათასი მანეთი გამოგზავნილია ეპიდემიასთან საბრძოლველად, თუ კიდევ საჭირო იქნება გვაცნობეთ დეპეშით“.