ბათუმი ქალაქის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ემზადება
გაზ. საქართველო, 1920 წლის 12 თებერვალი N31
წერილი ბათუმიდან – ქალაქის არჩევნები
29 თებერვლისათვის ბათუმში დანიშნულია ქალაქის საბჭოს არჩევნები. ამომრჩეველთა სიები შედგენილია და აღწერის შედეგები ასეთია: ქრისტიანი ქართველი – 4 045, მუსლიმანი ქართველი – 626, აფხაზი – 46, სომეხი – 2 230, ბერძნები – 1 854, რუსები – 1 734, ებრაელები – 534, აზერბაიჯანელები – 259, ოსმალები – 213, ევროპის სხვა ერები – 328, აზიის სხვა ერები – 247; სულ ხმის უფლება აქვთ – 12 146 კაცს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რამდენად მიუღებელია დემოკრატიისათვის ის წესი არჩევნებისა, რომელსაც ბათომში ახორციელებენ. ეს სრული უარჰყოფაა დემოკრატიზმისა მაგრამ დროებით ესეც უნდა მოვითმინოთ.
სულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 12 146 კაცს. აქედან 5 000 ქართული მოდგმისანი არიან. დანარჩენი 7 000 სხვა და სხვა ეროვნებათა შორის არის განაწილებული.
ასეთი ეროვნული სწორ წინაობა ბათუმის არჩევნებს არ ახსოვს. ამას სათანადო დაფასება უნდა.
ის რომ ბათუმიდან გამოქცეული ქართველობა კვლავ დაბრუნებია თავის კერას და ისინი დღეს იქ დიდ უმრავლესობას შეადგენენ სხვა ეროვნებებთან შედარებით, სრულ უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ დადგებიან სრულ ეროვნულ შეგნების დონეზე და ამ პირობებს სრულიად გამოიყენებენ.
ბათუმი ეს საქართველოს ნავთ-საყუდელი ქიშპობის სავანეთ გამხდარა სხვა და სხვა სახელმწიფოთა შორის. ჩვენ სრული დარწმუნებულნი ვართ რომ დიდი ბრიტანეთი არ შეურაცჰყოფს ქართველი ერის მისწრაფებებს და მის კანონიერ მოთხოვნილებას (ბათუმისას) უარყოფით პასუხს ვერ გასცემს. ბათუმს ჩვენ ჩაგვაბარებენ, მაგრამ ეს კიდევ იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები გულ-ხელ დაკრეფილნი ისხდნენ. ჩვენი სამართლიანი მისწრაფება ამ რწმენამ ოდნავადაც ვერ უნდა შეაფერხოს. ჩვენ სიტყვით თუ საქმით ჩვენი მისწრაფების საგანს უნდა ვუახოვდებოდეთ.
ბათუმი ქართველი ერის ისტორიული საკუთრებაა, და მას ქართველი ერივე უნდა პატრონობდეს.
უცხოელების მიერ პატრონობა „პოგრომებით“ დაამხობს ბათუმს. ეს ქართველ მკვიდრთ ერთი წუთითაც არ უნდა ავიწყდებოდეთ.
და ამიტომ იქ მყოფი ქართველობა დაქსაქსულ პარტიული სიებით კი არ უნდა გამოდიოდნენ არჩევნებში არამედ ერთი ქართველთა სიით, ამით ისნის შესძლებენ ბათუმის სათავეში მოექცნენ და ეს საქმეში გამოხატული ქართველი ერის სურვილი და მისწრაფება კიდევ ერთხელ დაარწმუნებს დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთ, რომ ბათუმის საჩქაროთ საქართველოს უნდა შეუერთდეს.
ჩვენ გვინდა ვიწამოთ, რომ ბათუმის დემოკრატია, – ხალხი, სრული ეროვნულის შეგნებით შეხვდება ამ არჩევნებს და ბათუმის არეულ ცხოვრებას კალაპოტში ჩააყენებენ.
ბათუმის ქართველებო, იბრძოლეთ ქართველი ერის მისწრაფებისათვის!
პ.