გიორგი კანდელაკი მთავრობას საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო უწყებების წერილის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
ოპოზიციური პარტია, ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი Facebook-ის საშუალებით ხელისუფლებას საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი, „კრიტიკული“ მიმართვის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობაში მისულია გერმანიისა და საფრანგეთის მინისტრების ერთობლივი მიმართვა და ეს არ იქნება არც პირველი და არც უკანასკნელი. ეს წნეხი მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება“, – ასევე განმარტა მან „ტელეკომპანია პირველთან“ საუბრის დროს.
- ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში წამყვანი ევროპარლამენტარები უგულავას წინააღმდეგ განაჩენს აფასებენ
- დონალდ ტუსკი: „შეშფოთებული ვარ უგულავას გასამართლებით და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიზანში ამოღებით“
გიორგი კანდელაკმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მიმართვის შინაარსზე კონკრეტულად ვერ ისაუბრებს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ მიმართვა კრიტიკულია და „სერიოზული წნეხია საქართველოს მეგობრების მხრიდან“.
საკითხს მოკლე განმარტებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება წერილის მიღებას ადასტურებს და განმარტვს, რომ წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და „ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია“.
- ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთებულია
- ესტონეთი და შვედეთი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
„ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს“, – ნათქვამია საგარეოს უწყების განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)