საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს
საქართველოს დელეგაცია თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 5-6 მარტს აზერბაიჯანს სტუმრობს.
გუშინ ღარიბაშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. თავდაცვის მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, მინისტრმა ჰასანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა „მაღალ დონეზეა“. ეს, ჰასანოვის თქმით, არა მხოლოდ ორი მეზობელი ქვეყნის ინტერესებშია, არამედ რეგიონულ უსაფრთხოებასაც უწყობს ხელს.
ჰასანოვმა მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის და მისი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და გაიმეორა, რომ აზერბაიჯანი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
Met with my colleague Col.Gen. Zakir Hasanov.
Georgia and Azerbaijan enjoy years of stable and consistent defence cooperation.
It is important that this year, Georgia will host trilateral defence ministerial with Azerbaijan & Turkey. pic.twitter.com/e2vA0HJTsf— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 6, 2020
თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ხანგრძლივი სტაბილური და თანმიმდევრული თანამშრომლობა აკავშირებს თავდაცვის სფეროში. „მნიშვნელოვანია, რომ წელს საქართველო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, თავდაცვის სფეროს სამხრივ მინისტერიალს უმასპინძლებს“, – დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.
გუშინვე, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა, სადაც მხარეებმა რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ, ალიევის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მიესალმებიან „ორმხრივ ურთიერთობებს“ სხვადასხვა, მათ შორის, თავდაცვის სფეროში. მათ ხაზი გაუსვეს ენერგოპროექტების მნიშვნელობას, რომელსაც ორი ქვეყანა ახორციელებს, ასევე სამხრეთის გაზის დერეფნის წარმატებული განხორციელების მნიშვნელობას. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ნდობაზე დაფუძნებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
Hold my first meeting in Azerbaijan with the President Ilham Aliev. Emphasized the good neighborhood relations and trust-based strategic partnership between Georgia and #Azerbaijan pic.twitter.com/DO1fTvBiUH
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) March 6, 2020
27-28 თებერვალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)