ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდალმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდალი, გენერალი ერჰარდ ბიულერი 3-4 მარტს საქართველოს სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, 3 მარტს, იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ლელა ჩიქოვანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების წარმატებით განხორციელებაზე, სამომავლო გეგმებზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე ისაუბრეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ამავე ინფორმაციით, გენერალმა ბიულერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ნატოს მიერ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქართველი ჯარისკაცების სიმამაცესა და პროფესიონალიზმს.
მომდევნო დღეს, ერჰარდ ბიულერი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას შეხვდა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) მოინახულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)