აქტივისტებმა საქართველოში 8 მარტი საპროტესტო აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს
აქტივისტებმა ქალთა საერთაშორისო დღე ფილარმონიის წინ აქცია-პერფორმანსით აღნიშნეს და ამ ფორმით ქალთა მიმართ ძალადობა და ქვეყანაში ფემიციდის მომეტებული შემთხვევები გააპროტესტეს.
„წელს ფემიციდი ყოველდღიურობად გვექცა: სულ რაღაც 2 თვეში 8 ქალი მოკლეს. დამნაშვეს ყველა სხვაში ხედავს. ფემიციდი სოციალურ პრობლემად იქცა და დროა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ჩვენგანმა იგრძნოს“, – ვკითხულობთ ქალთა მოძრაობის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)