საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაცია პირველად კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვრდზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი – ახალი შემთხვევები ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დაადასტურა.
ეზუგბაიას თქმით, ორი ახალი შემთხვევიდან, ერთი იტალიიდან ჩამოსული მეოთხე ინფიცირებულის ჯგუფიდანაა და მასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს უკავშირდება, ხოლო მეორე ინფიცირებული ქვეყანაში ესპანეთიდან შემოვიდა.
„მას ხანგრძლივი და ხშირი კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, ამიტომ ვერ გეტყვით ეს შემოტანილი შემთხვევა უნდა ჩაითვალოს ესპანეთის თუ იტალიის შემთხვევად“, – აღნიშნა მანვე.
ეზუგბაიას თქმით, ინფიცირებული პაციენტებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მისივე განმარტებით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათზე დაკვირვება გრძელდება.
ამასთან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 9 მარტის რეკომენდაციით, „უკიდურესი აუცილებლობის გარდა“, სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლების საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით შეიზღუდა.
აგრეთვე, ვირუსის გამო საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და ის 16 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თორმეტამდე გაიზარდა
- კორონავირუსის გამო საქართველო იტალიასთან პირდაპირ ფრენებს დროებით აჩერებს
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელმა ცხრას მიაღწია
- საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა
- საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა გამოვლინდა
- კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა
- კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ცხინვალი გამშვებ პუნქტებს კეტავს
- ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)