COVID-19-ის გამო 14 მარტიდან სოხუმი ენგურის გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს
ენგურის გამშვები პუნქტი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებს, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 14 მარტიდან გაურკვეველი დროით ჩაიკეტება. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ 11 მარტს აფხაზეთის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის უწყებათაშორისი ოპერატიული შტაბის შეხვედრაზე გაახმოვანა.
შეხვედრის მონაწილეებს ოკუპირებული აფხაზეთის. ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ წახნაკიამ კორონავირუსისა და მისი მსგავსი სიმპტომების მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლით გაწერილი ტაქტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, პაციენტებს A და B გრიპის ვირუსზე უტარდებათ ტექსტირება და დიაგნოსტიკა. თუკი გრიპის ვირუსი არ დადასტურდა და სიმპტომატიკა ძლიერდება, დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად, მათი მასალები [რუსეთში] სტავროპოლის ლაბორატორიაში იგზავნება. თუმცა, ამ დრომდე, ასეთი პაციენტი ჯერ არ გამოვლენილა“, – თქვა წახნაკიამ.
ასევე წაიკითხეთ:
- კორონავირუსის გამო აფხაზეთში უცხოელთათვის, რუსების გარდა, შესვლის აკრძალვა გახანგრძლივდა
- ცხინვალი კორონავირუსის გამო 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებს რეგიონში შესვლაზე შეზღუდვებს უწესებს
- კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ცხინვალი გამშვებ პუნქტებს კეტავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)