ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში ცხინვალის ლიდერს უმასპინძლა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 13 მარტს კრემლში ოკუპირებული ცხინვალის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.
რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები კარგად ვითარდება, მათ შორის, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ჩათვლით. „შესრულებულია 4.2 მილიარდის მოცულობის საინვესტიციო პროგრამაც“, – განაცხადა მანვე.
„სერიოზული სამუშაო გავწიეთ ბიუჯეტის ფორმირების კუთხითაც“, – თქვა ბიბილოვმა და დასძინა, რომ ყველა დასახული ამოცანა ფაქტობრივად შესრულებულია.
2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ კვირაში, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებთან აღიარა. რუსეთთან ერთად, ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლობას მხოლოდ სირია, ვენესუელა, ნაურუ და ნიკარაგუა აღიარებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)