დამფუძნებელი კრება მოქალაქეებს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშს აცნობს
გაზ. ერთობა, 1920 წლის 18 მარტი, N63
დამფუძნებელი კრება
ცნობა დამფუძნებელ კრების საკანონმდებლო მოქმედების 1919-1920 წლის განმავლობაში .
I.დამფუძნებელი კრების მოქმედება დაწყებული იქნა 1919 წლის მარტის 12, მაშასადამე, ერთი წელიწადი მისი მუშაობისა 1919 წლის მარტის 12-ს შესრულდა.
ამ ხნის განმავლობაში დამფუძნებელი კრების სხდომები შეწყვეტილი იყო საზაფხულო კანიკულებისათვის – 1919 წლის აგვისტოს 3-დან სექტემბრის 19-მდე და საახალწლო-საშობაო დღესასწაულების გამო 1920 წლის იანვრის 1-დან 23-მდე.
ხოლო უკანასკნელი დასვენების დროს გამართული იქნა სასწრაფო-სადღესასწაულო სხდომა იანვრის 14-ს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების გამო.
II. წლის განმავლობაში დანიშნული იყო სულ 97 სხდომა. ამით შორის მორიგი – 77 და სასწრაფო 20.
III.წლის განმავლობაში დამფუძნებელი კრების განსახილველად შემოვიდა სხვადასხვა ხასიათის საკანონმდებლო აქტი, სულ 415.
ინიციატივის შედეგი განაწილებით:
1. მთავრობისა – 12
2. შინაგან საქმეთა მინისტრისა – 77
3. გარეშე საქმეთა მინისტრისა – 5
4. ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრისა – 54
5. მიწათმოქმედების მინისტრისა – 33
6. გზათა მინისტრისა – 49
7. იუსტიციის მინისტრისა -19
8. განათლების მინისტრისა – 36
9. შრომის მინისტრისა – 13
10. სამხედრო მინისტრისა -28
11. სახელმწიფო კონტროლისა – 2
სულ მთავრობიდან – 329
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და კომისიებისა:
1.პრეზიდიუმისა – 16
2. საკონსტიტუციო კომისიისა – 3
3. იურიდიული კომისიისა – 14
4. საბიუჯეტო-საფინანსო კომისიისა – 12
5. სამხედრო კომისიისა – 16
6. ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისიისა – 7
7. განათლების კომისიისა – 5
8. ხელოვნების კომისიისა – 2
9. სარეგლამენტო კომისიისა – 1
10. საბიბლიოთეკო კომისიისა – 1
11. აგრარული კომისიისა -2
სულ პრეზიდიუმისა და კომისიებისაგან – 79
ფრაქციებისა:
1.სოციალ-დემოკრატიული ფრაქციისა – 6
2. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციისა – 1
3. ეროვნული ფრაქციისა – 1
სულ ფრაქციებისგან – 08
სულ – 415
ამ საკანონმდებლო აქტებიდან:
1. კანონპროექტის სახით იყო – 114
2. დეკრეტის სახით – 280
3. დადგენილების სახით – 11
4. დებულების სახით – 7
5. რატიფიკაციის სახით – 3
სულ – 415
კლასიფიკაციამ ამ საკანონმდებლო აქტებისა – თვისი ხასიათის და შინაარსის მხრივ უნდა იქნეს შედეგი:
N | დარგი | საკანონმდებლო აქტის რიცხვი |
1 | დამფუძნებელი კრების შინაგანი განწესრიგებისა | 3 |
2 | უზენაესი გამგებლობა | 4 |
3 | საკონსტიტუციო | 10 |
4 | უმაღლესი დაწესებულებათა დაარსებისა | 5 |
5 | საერთაშორისო უფლებისა | 3 |
6 | საადმინისტრაციო უფლებისა | 10 |
7 | სამოქალაქო უფლებისა | 12 |
8 | სისხლის სამართლის უფლებისა | 7 |
9 | აგრარული ხასიათისა | 7 |
10 | საემისიო უფლებისა | 5 |
11 | საბიუჯეტო უფლებისა | 4 |
12 | სახელმწიფო ფისკალური საკითხისა | 31 |
13 | ბიუჯეტის და მისი ნაწილებისა | 6 |
14 | სახელმწიფო დაწესებულებათა ორგანიზაციისა და მისი შენახვის ხარჯისა | 144 |
15 | სახელმწიფო სამეურნეო და სხვა და სხვა ხარჯისა | 56 |
16 | კულტურული საგანმანათლებლო ხარჯისა | 22 |
17 | სესხის გაცემისა | 12 |
18 | სახელმწიფო დახმარება მკვიდრთათვის | 5 |
19 | საპენსიო და სალიკვიდაციო ხასიათისა | 4 |
20 | შრომისა და მუშათა საკითხისა | 8 |
21 | სათვითმმართველობო | 4 |
22 | ვაჭრობა-მრეწველობისა | 10 |
23 | სამხედრო საკითხებისა | 43 |
სულ | 415 |
ეს საკანონმდებლო აქტები წინასწარი განხილვისათვის დამფუძნებელი კრების შემდეგ კომისიებს გადაეცა (ზოგიერთი საკანონმდებლო აქტი რამდენსამე კომისიას გადაეცა განსახილველად. ამის გამო საერთო რიცხვი კომისიებისათვის გადაცემული აქტებისა არ შეესაბამება შემოსულ აქტების საერთო რიცხვს. ამის გარეშე – ამ განყოფილებაში აღნუსხული არ არის ის აქტები, რომლებიც კომისიების ინიციატივით შემოვიდა და სხვა კომისიას არ გადასცემია წინასწარი გახილვისათვის – გაზეთ „ერთობის“ შენიშვნა):
1. საბიუჯეტო საფინანსო კომისიას – 284
2. იურიდიულ კომისიას – 54
3. გზათა კომისიას – 34
4. ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისიას – 21
5. განათლების კომისიას – 34
6. შრომის კომისიას – 9
7. გარეშე საქმეა კომისიას – 5
8. ჯანმრთელობის კომისიას – 10
9. სამხედრო კომისიას – 26
10. საკონსტიტუციო კომისიას – 4
11. აგრარულ კომისიას – 19
12. ხელოვნების კომისიას – 3
ამ საკანონმდებლო აქტებიდან:
1. განხილულია და მიღებული – 278
2. გაუქმებულია ან ერთი მეორეში ჩართული იქმნა – 12
3. უწყებას უკან დაუბრუნდა – 32
4. დარჩა განუხილავი – 92
სულ – 415
კრებაში შეკითხვები შემოტანილი იყო:
1. სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციისაგან – 1
2. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციისაგან – 2
3. სოციალ-რევოლუციონერთა ფრაქციისაგან – 3
4. ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქციისაგან – 8
ეროვნული ფრაქციისაგან – 3
სულ -17
კითხვები:
1. სოციალ-ფედერალისტთა ფრაქციისაგან – 1
სულ – 1
შეკითხვებიდან:
1. განხილული იქნა – 13
2. მოიხსნა განხილვისაგან – 2
3. დარჩა განუხილავი – 2
სულ – 17
კითხვები:
1. მოსმენილ იქნა – 1
სულ – 1
დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმისა და კომისიების სხდომების რიცხვი:
1. პრეზიდიუმს სხდომა ჰქონდა – 171 (მათ შორის ფრაქციების წარმომადგენლობით 11 – გაზეთ „ერთობის“ შენიშვნა)
2. საბიუჯეტო საფინანსო კომისიას – 74
3. საკონსტიტუციო კომისიას – 48
4. იურიდიულ კომისიას – 54
5. განათლების კომისიას – 67
6. შრომის კომისიას – 20
7. აგრარულ კომისიას – 38
8. გარეშე საქმეთა კომისიას – 30
9. ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის კომისიას – 44
10. ჯანმრთელობის კომისიას -9
11. სამხედრო კომისიას – 49
12. გზათა კომისიას – 47
13. ხელოვნების კომისიას – 47
14. საბიბლიოთეკო კომისიას – 24
15. სარეგლამენტო კომისიას – 7
16. სამეურნეო-საგამგეო კომისიას – 18
17. სარედაქციო კომისიას – 93
18. სამანდატო კომისიას – 3
19. საპროპაგანდო კომისიას – 5
დამფუძნებელი კრება შედგება ექვსი ფრაქციისაგან:
1.სოციალ-დემოკრატიულისა.
2. სოციალ-ფედერალისტთა.
3. სოციალისტ-რევოლუციონერთა.
4. ეროვნულ-დემოკრატიულისა.
5. ეროვნულისა (ნაციონალისტურისა)
6. დაშნაკცუთიუნისაგან.