ბრიტანეთის კორონა-სტრატეგია: გამონაკლისის შეუძლებლობა
მაშინ როდესაც მსოფლიო ჩაკეტილობასა და ურთიერთდაშორებაზე გადადიოდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განსხვავებული გზა არჩია. წარსული ოთხი დღის განმავლობაში გამოჩნდა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ვირუსთან ბრძოლის ალტერნატიული გზა და ისიც, თუ რატომაა თითქმის შეუძლებელი ამ გზით სიარული.
რას აპირებდა ჯონსონი: მეცნიერებითა და მკვლევარებით გარშემორტყმულმა პრემიერმა ჯონსონმა მოსახლეობას მძიმე სიმართლე გაუმხილა: ათობით მილიონობით ბრიტანელი დაავადდება, ამათგან ბევრი ვირუსისაგან დაიღუპება, ხოლო საფრთხე თვეების განმავლობაში გაგრძელდებაო – დაავადების ახალი ტალღა შესაძლოა შემოდგომას დაემთხვეს და – თუკი მანამდე წამალი ან ვაქცინა არ გამოჩნდა – მერეც გაგრძელდეს.
ამ მწარე სიმართლისდა მიუხედავად, ჯონსონმა არჩია მოსახლეობა სახლში
არ გამოეკეტა, რადგანო, თუკი ამ გზით წავალთ ხალხი გამოკეტილი თვეობით უნდა დავტოვოთ ანარადა, თუკი ნაადრევად შევასუსტეთ რეჟიმი, დაინფიცირების საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდებაო. ჯონსონის საწყისი შეფასებით, ამგვარი პოლიტიკის ეკონომიკური და საზოგადოებრივი საფასური ბრიტანელებისთვის აუტანელი იქნება. ხალხი უბრალოდ ხანგრძლივად არ დაემორჩილება შინაპატიმრობაში დარჩენას.
ამიტომაც ჯონსონმა, რომელმაც თავისი ჩვეული პოპულიზმი კრიზისისას გვერდზე გადადო და სამეცნიერო ექსპერტიზას დაეყრდნო, გასულ ხუთშაბათს ასეთი გეგმა შესთავაზა მოქალაქეებს:
ბრიტანეთი შეეცდება დაავადებისა და სიკვდილის რისკისაგან ყველაზე მოწყვლადი მოქალაქეები დაიცვას მაშინ, როცა დანარჩენები მეტნაკლებად ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ და სახლში კი ერთი კვირით მხოლოდ მაშინ დარჩებიან, თუკი დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდებათ. გათვლა იმაზე იყო, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი საავადმყოფოში მოხვედრამდე გამომჯობინდება და, შესაბამისად, იმუნიტეტს გამოიმუშავებს. “იმ დროისათვის სანამ ისინი თავისი ჭუპრიდან გარეთ გამოიხედავენ,” თქვა პრემიერის უფროსმა სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალენსმა “დანარჩენ საზოგადოებაში უკვე ‘ჯოგური იმუნიტეტი’ ჩამოყალიბებული იქნება”. ამ სქემით, მთავრობა მაშინ გააქტიურდებოდა, თუკი საავადმყოფოებს დამატებითი მხარდაჭერა დასჭირდებოდა. სკოლები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და მცირე ვადით დაიხურებოდნენ.
ამ გეგმას ორი მთავარი ხინჯი აღმოაჩნდა:
რას მოიმექმედებდა მთავრობა, თუკი ვირუსი საწყის ეტაპზე იმდენად გავრცელდებოდა, რომ მთავრობა ჯანდაცვის სისტემის დახმარებას ვერ მოასწრებდა? და მეორე: რა მოხდებოდა, თუკი კონტინენტურ ევროპაში მკაცრი ზომები დაავადებას შეაფერხებდა, მაშინ, როცა ბრიტანელები ათასობით ადამიანის სიკვდილს უნდა შეგუებოდნენ?
სწორედ პირველი სცენარის შიშმა და საზოგადოებრივმა ზეწოლამ შეაცვლევინა პრემიერ ჯონსონს მიმართულება.
თუკი ვალანსი ადრე ამბობდა, ბრიტანეთი იტალიის ტრაგიკულ ტრაექტორიას ერთი თვით ჩამორჩებაო, აღმოჩნდა, რომ კერძოდ ლონდონში საფრთხე ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა. ჯონსონმაც აღიარა რომ “ბრიტანეთი დაავადებების ტემპის ზრდის სწრაფ მონაკვეთში” ადრე ნავარაუდევზე ადრე შევიდა და მოქალაქეებს სთხოვა, საზოგადოებრივი კონტაქტებისთვის თავი აერიდებინათ – არ ეარათ პაბებში, ფეხბურთის მატჩებზე – ხოლო მაღალი რისკის ჯგუფის მოქალაქეებს თხოვათ თვითიზოლაციაში ამ კვირაძალიდან დაწყებული, 12 კვირით დარჩენილიყვნენ. სავარაუდოდ, მალე სკოლებსაც დახურავენ.
“ნათელია, რომ დღეს გამოცხადებული ღონისძიებები ცხოვრების წეის მეტად მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს, ასეთი რამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მომხარა. არამგონია მშვიდობიანობისას საერთოდ ოდესმე დაწესებულიყო ამგვარი შეზღუდვები. ვაღიარებ, თქვენგან, საზოგადოებისაგან, ერისაგან ფრიად მნიშვნელოვან ფსიქოლოგიულ და ცხოვრებისეულ ცვლლებას მოვითხოვთ,” თქვა ჯონსონმა.
დასკვნა კი ისაა, რომ ბრიტანეთის განსაკუთრებული მიდგომის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა – როცა კრიზისული ვითარებაა, უფრო მნიშვნელოვანი და ადვილია სხვების მოქმედებას შეუერთდე, ვიდრე შენს ჭკუაზე იარო.