არტაანში ეპიდემია მძვინვარებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 19 მარტი, N19
ეპიდემიური ავათმყოფობა
თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული ცნობებისა დაბა არტაანში (არდაჰანში) და მის ახლო-მახლო მდებარე სოფლებში მძვინვარებს სხვა და სხვა ეპიდემიური ავათმყოფობანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინადადება მისცა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საექიმო-სასანიტარო განყოფილებას რათა დაუყონებლივ გაგზავნილ იქნას არტაანში ეპიდემიურ ავადმყოფობასთან საბრძოლველათ ექიმი საჭირო მედიკამენტებით.