პარლამენტმა ოთარ ჩრდილელს უფლებამოსილება შეუწყვიტა
პარლამენტმა ქართული ოცნების ყოფილ წევრს ოთარ ჩრდილელს, პირადი განცხადების საფუძველზე, დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. პარლამენტის წევრებმა გადაწყვეტილება 19 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. გადაწყვეტილებას მხარი 71-მა კანონმდებელმა დაუჭირა.
პლენარულ ხდომაზე გატანამდე საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მას მხარი დაუჭირეს. კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, კერძოდ, ოთარ ჩრდილელის პირადი განცხადება უფლებამოსილების ვადაზე შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატზე უარი გასული წლის დეკემბერში თქვა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის მიმართ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხაობა დაასახელა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)