საქსტატი: მარტში წლიური ინფლაცია 6.1% იყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მარტში საქართველოს წლიური ინფლაციის დონე 6.1% იყო, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ კი – 0.7% შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა შემდეგ ჯგუფებზე ფასების ზრდამ იქონია: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13.4% წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); სასტუმროები და რესტორნები (8.9%); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6.8%).ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2%-იანი ზრდა) და ტრანსპორტი (0.8%-იანი კლება).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)