მთავრობა: კლუბ-რესტორნები არაუგვიანეს ღამის 11-ზე უნდა დაიკეტოს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 15 აპრილი, N82
სავალდებულო დადგენილება
1. თანახმად საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის ამა წლის 1 აპრილის დადგენილებისა, რესპუბლიკაში არსებული რესტორნები, კლუბები და სხვა ამგვარი დაწესებულებანი. გარდა თეატრებისა, უნდა იხურებოდეს არა უგვიანეს ღამის 11 საათისა;
2. დამრღვევნი პირველ მუხლში აღნიშნულ სავალდებულო დადგენილებისა დაისჯებიან ადმინისტრატიული წესით: ჯარიმით 25 000 მანეთამდე, ან ციხეში დაპატიმრებით სამი თვის ვადით;
3. დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება სათანადო ქალაქებისა და სამაზრო მილიციის უფროსებს.
4. ამ დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება სათანადო ქალაქებისა სამაზრო მილიციის უფროსებს.
1920 წლის აპრილის 13-ს. ქ. ტფილისი.
შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი