თბილისის თვითმმართველობა გადამდებ დაავადებათა სტატისტიკას აქვეყნებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 აპრილი, N89

ქალაქის თვითმმართველობაში

გადამდები ავათმყოფობანი

მარტის თვის განმავლობაში ქალაქში ავათ გამხდარა: პარტახტიანი სახადით – 62, მუცლის სახადით – 5, შექცევითი სახადით – 14, წითელათი – 46, ქუნთრუშათი – 1, დიფტერიით – 10, დიზინტერიით – 2, წითელი ქარით – 3, ყბაყურათი – 1 და ხუნაგით 1.

ექიმების არჩევა

ქალაქის ექიმების საერთო კრებაზე 22 აპრილს საუბნო ექიმებათ არჩეული იქმნენ კონდრატი კოჩინაშვილი და მიხეილ ტყემალაძე.