1920 წლის 23 აპრილს ცენტრალური სამეცნიერო არქივი დაარსდა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივ აქტთა კრებული
კანონი
რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივის დაარსებისა
- დაარსებული იქნეს ამა 1920 წლის მარტის 1-დან ქალაქ ტფილისში სახალხო განათლების სამინისტროსთან რესპუბლიკის ცენტრალური სამეცნიერო არქივი ამ კანონთან დართული შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის თანახმად.
- პირველ მუხლში აღნიშნული ცენტრალური სამეცნიერო არქივის შტატისა და ხარჯთ-აღრიცხვის საჭიროებისათვის გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებისათვის ამა 1920 წლის მარტის 1-დან ივნისის 1-მდე ორას ორმოცდა თორმეტი ათას ცხრაასი /252 900/ მანეთი.
- გაცემულ იქნეს სახელმწიფო ხაზინიდან განათლების მინისტრის განკარგულებისათვის ერთობლივად ექვსასი ათასი /600 000/ მანეთი სხვა და სხვა ადგილის არქივების ქ. ტფილისში გადმოსაგზავნად.
- კანონი ესე ძალაში შედის დღიდან მისი მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.
1920 წლის აპრილის 23-ს.
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის უმცროსი ამხანაგი
ალექსანდრე ლომთათიძე
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ნოე ჟორდანია