ბათუმთან დამაკავშირებელი ჩაქვის სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 24 აპრილი, N90

ჩაქვის ხიდის აფეთქება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემდეგი შინაარსის დეპეშა მიიღო რკინის გზის მილიციის უფროსი ბერძენიშვილისაგან:

„მივიღე რკინის გზის მილიციის უფროსისაგან დეპეშა, რომელიც გამოგზავნილია დღეს დილის 3 საათზე და 30 წუთზე და რომელთაც გვატყობინებენ, რომ ღამის 22-23 აპრილს 24 საათზე და 54 წუთზე ბოროტ-მოქმედებს აუფეთქებიათ ირგვლივ რკინის გზის ხიდი 45 საჟენი, რომელიც იმყოფება ქობულეთს და ჩაქვის შუა 68 ვერსზე. დაწვრილებითი ცნობები არ მიმიღია“.

ამ საქმის დაწვრილებით გასაგებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს დირექტორი გუშინ დილის 9 საათზედ პირდაპირი მავთულით დაელაპარაკა ჩაქვის სადგურს. გამოირკვა, რომ, ნაშუადღევს 1 საათზე, შემდეგ როცა ყველა მატარებელი უკვე გავლილი იყო მოეწყო აფეთქება, ხიდი სავსებით გაფუჭებულია 10 საჟენის მანძილზე, მაგრამ იმედია ორ დღეში ხიდი აღადგენენ. ამ საქმის გამოსაკრვევად გაემგზავრნენ: იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი ბატონი ჟორდანია, ტფილისის საოლქო სასამართლოდ ბრალდებული მ. ტატიშვილი სისხლის სამართლის მილიციის უფროსი პლატონ ფაჩულია.