10 მაისი, 1920 წ. გენშტაბის ცნობა: მტერი 4-5 ვერსით უკან დავწიეთ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 12 მაისი, N104
სამხედრო ცნობა
ჩვენი გამარჯვება
ტფილისი, 11 მაისი,
მთავარი შტაბის ცნობა:
გუშინ, 10 მაისს წითელ ხიდის რაიონში ჩვენ ბრძოლით მტერი 4-5 ვერსით უკან დავწიეთ. ჯარების უფროსები ერთხმად ადასტურებენ ჩვენი ჯარისკაცების გმირობას. იმავე დღეს ჩვენი ჰაეროპლანები მტრის ზურგს ესროდა ყუმბარებს და ჰყრიდა პროკლამაციებს საქართველოს რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთს შორის ზავის შეკვრის შესახებ. 11 მაისს დილიდან წითელ ხიდის რაიონში ბრძოლა სწარმოებს.
სხვა მიმართულებებზე სიწყნარეა.