12 მაისი, 1920 წ. – ბოლშევიკები ხრამის ხეობიდან გავრეკეთ, დევნა გრძელდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 მაისი, N105
სამხედრო ცნობა
ტფილისი, 12 მაისი.
გენერალური შტაბის ცნობა
12 მაისს დილის 5 საათზე ჩვენი ნაწილების გმირული შეტევით მტერი მის მიერ დაკავებულ პოზიციებიდან გავრეკეთ. ჩენ დავიჭირეთ ხრამის ხიდი და მის გარშემო მდებარე სიმაღლეები.
მტრის დევნა გრძელდება.
სხვა ფრონტებზე სიწყნარეა.