ბათუმის ოლქში პროქემალისტური დაჯგუფება გააქტიურდა
გაზ. „ერთობა“, 1920 წლის 14 მასი, N107
ბათომი
ინგლისის ადგილობრივი სარდლობა დარწმუნებულია, რომ „სედაი მილეთის“ ორგანიზაცია არის უპირველეს ყოვლისა ინგლისის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული. ეს ორგანიზაცია მუსტაფა ქემალ ფაშის აგენტებისაგან შედგება. ამიტომ „სედაი მილეთის“ ქობულეთის ორგანიზაცია გაჩხრიკეს წაიღეს სხვადასხვა საბუთები.
ქობულეთის რაიონში კვლავ დაძრწიან პროვოკატორები მათ მეირ შეცდენილ ხალხს ისინი ეუბნებიან, რომ მუსტაფა ქემალ ფაშამ თქვენთვის უკვე გამოგზავნა ტანისამოსი და სამხედრო მასალებიო. ამრიგად უკვე ყველასათვის ცხადი უნდა იყოს, რომ ქობულეთში შექმნილი მდგომარეობა მუსტაფა-ქემალ ფაშის აგენტების მოწყობილი საქმეა. იმ გარემოებას, როგორც სჩანს ადგილობრივი მთავრობა არავითარ ყურადღებას არ აქცევს, გარდა იმისა, რომ ქობულეთში გაჩხრიკეს „სედაი მილეთის“ კომიტეტის ბინა.
7 მაისიდან ბათუმის ფოსტა ტელეგრაფში შემოვიდეს ცენზურა. განხილულ იქნება განურჩევლად ყველა კორესპოდენციები.