ევროპარლამენტარი კუბილიუსი საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების, 8 მარტის შეთანხმების შესახებ
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარემ ანდრიუს კუბილიუსმა 13 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შესახებ ისაუბრა და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ ვალდებულებები შეასრულონ, მათ შორის, ის, რომელიც საარჩევნო რეფორმის თაობაზე 8 მარტის შეთანხმებაშია ასახული, რაც მხარეებს შორის უთანხმოების საგანი გახდა.
ხაზი გაუსვა რა 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა და მისმა საერთაშორისო პარტნოირებმა საქართველოს რეფორმების განხორციელების, კორონავირუსის პანდემიის დაძლევის და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავების მიზნით გამოუყვე, კუბილიუსმა განაცახდა, რომ ამ მხარდაჭერის „მთავარი კომპონენტი საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებზეა მიბმული, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის სფეროებში“.
„ჩვენ აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს, რომ უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემა და გამჭირვალე საარჩევნო პროცესი ჰქონდეს და რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, რომ ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის მაქსიმალური სარგებელი მიიღონ“, – განაცხადა კუბილიუსმა.
- სსფ-მა COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად საქართველოს 200 მლნ აშშ დოლარი გამოუყო
- ევროკომისია საქართველოს 150 მილიონი ევროს სესხს სთავაზობს
- ევროკავშირი საქართველოს კოვიდ-19-თან საბრძოლველად 183 მლნ ევროთი დაეხმარება
აღნიშნა რა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი საქართველოსთან დგას, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილი „კონკრეტულ პირობებს მიებმება. კერძოდ, მიმდინარე რეფორმების განხორციელებას კანონის უზენაესობის, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების სფეროში“.
კოვიდ-19-ის კრიზისის მართვაში იმ გამოწვევებზე საუბრისას, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს უარყოფით სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს მოუტანს, კუბილიურმა აღნიშნა, რომ „ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, განაგრძოს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთაც ევროპული ინტეგრაციისთვის რეფორმების გზა აირჩიეს“.
„ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო გრძელვადიანი მხარდაჭერა ევროკავშირისგან ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმებისთვის დაშევიმუშავოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის, ისევე როგორც ეს იქნა შეთავაზებული დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც საქართველო მზად იქნება გახდეს ევროკავშირის წევრი და აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ საქართველოს, „როგორც ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყანას, ესმის ეს პასუხისმგებლობა“.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ აღებული ვალდებულებებისა და დაპირებების შესრულებაში პროგრესის მიღწევას, მათ შორის, 2020 წლის 8 მარტს საქართველოში, ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის მიღწეულ შეთანხმებებს“, – განაცხადა კუბილიუსმა.
- ოპოზიცია „პოლიტპატიმართა გათავისუფლების“ გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
- ქართული ოცნება „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებაზე პირობის დადებას უარყოფს
- ევროპარლამენტარი კუბილიუსი 8 მარტის შეთანხმების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერს მიმართავს
მანამდე, 6 მაისს, კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა და მათ შეახსენა, რომ „ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო დადასტურება იმისა, რომ მიღწეულია პროგრესი, რომელიც 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფს“.
მან იმავე წერილში აღნიშნა, რომ „გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები სათანადოდ ვერ მოგვარდა, რაც 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“.
კუბილიუსის საპასუხო წერილში, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ იგი შეშფოთებულია წერილის იმ ნაწილით, რომელიც „ცალკეული სისხლის სამართლის საქმეეს“ ეხება. „პოლიტიკური პარტიები ვერ უბრძანებენ და ვერ მართავენ საქართველოს სასამართლოებს“, – აღნიშნა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)