17 მაისი, 1920 წ. გენშტაბის ცნობა: მტერი კვლავ შეტევაზე გადმოვიდა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 18 მაისი, N109
სამხედრო ცნობა
ტფილისი, 17 მაისი
რესპუბლიკის გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა
ყაზახის მიმართულებით მტრის უძლიერეს ძალთა მოწოლის გამო ჩვენმა ნაწილებმა შიხლისკენ უკან დაიხიეს. მტრის სამი ესკადრონი და ობოზი, რომელიც აქსტაფის შარა გზით შიხლზე მოდიოდა, ჩვენი არტილერიის ცეცხლით უკუ ვაგდეთ.
სხვა ფრონტებზე სიწყნარეა.