22 მაისი, 1920 – გენშტაბის ცნობა: ფსოუ-მეხადირზე გაევლო რუსეთ-საქართველოს საზღვარი
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 მაისი, N113
სამხედრო ცნობა
ტფილისი, 22 მაისი
რესპუბლიკის გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა
აქსტაფის გზატკეცილზე ჩვენი პარლამენტარები შეხდნენ ადერბეიჯანის პარლამენტარებს. ადერბეიჯანის პარლამენტარებმა წამოაყენეს დროებითი ზავის პირობებით ჩვენი ჯარის წითელ ხიდის იქით დახევა. ამ პირობის აღსრულება ნიშნავს ჩვენი ჯარის უკან დახევას და მოწინააღმდეგე ჯარის ხელში მნიშვნელოვანი ტაქტიკურ პოზიციის ხელში ჩაგდებას. ისტორიამ არ იცის ისეთი შემთხვევა, როდესაც დროებითი ზავის დროს რომელიმე მხარის ჯარებს უკან დაიხიოს. ეს მოთხოვნა კატეგორიულათ უარყოფილ იქნა.
ზაქათალის მიმართულებით 19 მაისს მოწინააღმდეგის პოსტი, რომელმაც აქტივობა გამოიჩინა, მოიხსნა. მოკლულია 4, დაჭრილია რამდენიმე კაცი, დანარჩენნი გაიქცენ. ჩვენ დაგვიჭრეს ერთი მოხალისე.
გაგრის მიმართულებით – მდინარე მეხადირისა და პსოუს ხაზები დემორკაციულათ იქნა აღიარებული. მოწინააღმდეგის ჯარები გასცილდენ მდინარე პსოუს.
დანარჩენ მიმართულებით სიწყნარეა.
21 მაისს ხულოში შესდგა მრავალ რიცხოვანი მიტინგი, რომელსაც დაესწრო 70 სოფლის წარმომადგენელი, რათა მიესალმონ აჭარაში საქართველოს ჯარის შემოსვლას და გაიგზავნოს ჭვანის ხეობაში დელეგატები და წინადადება მიეცეთ მათ შესწყვიტონ სამტრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სოფლები, რომლებიც მიტინგს დაესწრენ, იარაღით ხელში წავლენ მათ წინააღმდეგ.