„სამართლიანი არჩევნები“ Facabook-ის „წმენდას“ გადარჩენილ „ცრუ მედიის“ ახალ ქსელზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 21 მაისს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განმარტა, რომ Facebook-ის მიერ ახლახან ჩატარებული „წმენდის“ შემდეგ, პლატფორმაზე „ცრუ მედიის ხუთი ახალი გვერდი შეიქმნა“, რომლებიც ასევე სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზეც საქმიანობენ.
ორგანიზაციის მტკიცებით, ერთმანეთთან „მჭიდროდ დაკავშირებული ცრუ მედიის“ ეს გვერდები 2020 წლის იანვრიდან, მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც Facebook-მა 2019 წლის დეკემბერში საკუთარი პლატფორმიდან ასობით ყალბი გვერდი წაშალა, რომლებიც „კოორდინირებულად“ და „არაავთენტურად“ მოქმედებდნენ.
„სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, ეს გვერდები „შეცვლილი ტაქტიკით“ გააქტიურდნენ. კერძოდ, „ისინი თავის რეალურ მედიად წარმოჩენას ცდილობენ“ და „ამ ნიღბით დასპონსორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებენ“. ამასთან, „ხელისუფლების სასარგებლოდ ერთიან, კოორდინირებულ ქსელს ქმნიან“.
ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ „ხუთივე ცრუ მედიას“ საკუთარი ვებგვერდიც აქვს, რომლებიც ერთსა და იმავე პერიოდში დარეგისტრირდნენ.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)