საქართველო გერმანიის მთავრობისგან 90 მლნ ევროს სესხს მიიღებს
ფინანსთა სამინისტროს მიერ 28 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო გერმანიის მთავრობისგან კოვიდ-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის 90 მლნ ევროს ოდენობის სესხს მიიღებს.
სამინისტროს ცნობით, „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მე-3 პროგრამის“ ფარგლებში, სასესხო შეთანხმებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის“ (KWF) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა კლაუს ფაიგელმა ხელი უკვე მოაწერეს.
ფინანსთა სამინისტროსვე განმარტებით, დაფინანსება საბიუჯეტო მხარდაჭერის ნაწილია და ჩარიცხვის შემდეგ, თანხა სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)