აშშ საქართველოს დამატებით 1 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება
აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAID) საქართველოს დამატებით 1 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.
USAID საქართველოს ინფორმაციით, მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც „გაეროს ბავშვთა ფონდთან“ (UNICEF) პარტნიორობით განხორციელდება, სამედიცინო დაწესებულებებს ჰიგიენური და სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცემათ.
ასევე, ფინანსური დახმარება, სწრაფი რეაგირების ჯგუფების ხელშეწყობას, ინფექციის კონტროლს, ვირუსის გავრცელების პრევენციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას მოხმარდება.
ჯამში, USAID-ის საშუალებით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს კოვიდ-19-ზე რეაგირებისთვის 2.7 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)