COVID-19 – ყველა სიახლე: მაისი 2020 / არქივი
31 მაისი, კვირა
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26-ით გაიზარდა, კიდევ 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცენებით, ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 26-ით 783-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 5 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმერთელებულა საერთო რაოდენობა 605 გახდა.
ინფექციურის საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 26 ახალი პაციენტიდან, 18 ე.წ. ბოლნისის კლასტერიდან არის, 4 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ოთხი კი – საკარანტინო სივრციდან.
გამყრელიძის თქმით, შესაბამისი სპეციალისტების საბურთალოს კლასტერის ინფექციის წყაროს დადგენას ცდილობენ. მისივე თქმით, წყარო, სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, რომელმაც ვირუსი ოჯახის წევრებს გადასდო.
30 მაისი, შაბათი
11:15 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით – 757-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 600 გახდა.
29 მაისი, პარასკევი
13:00 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთით – 38-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილოლბივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ახალი ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასაწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში რუსეთიდან დაბრუნდა. ამასთან, ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევები 8-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 3-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით – 746-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 ადამიანი. ამით, ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 576 გახდა.
28 მაისი, ხუთშაბათი
19:00 – გაეროს განვითარების პროგრამამ ოკუპირებულ აფხაზეთს სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ოკუპირებულ აფხაზეთში სამედიცინო დახმარების კიდევ ერთი – მეოთხე პაკეტი ჩაიტანა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
დახმარების ფარგლებში, დღეს, გუდაუთის საავადმყოფოში 920 სამედიცინო ხალათი, 900 წყვილი ხელთათმანი, 4 500 სამედიცინო ქუდი, 1 000 ბახილი და 180 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი ჩაიტანეს.
სამედიცინო აღჭურვილობასთან და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, გუდაუთის საავადმყოფოს ვიდეოკონფერენციისთვის საჭირო მოწყობილობაც გადასცეს. ამავე ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამა ანალოგიურ აღჭურვილობას რეგიონის სხვა საავადმყოფოებსაც გადასცემს. აღნიშნული ინიციატივისთვის 11 000 აშშ დოლარი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ჰორიზონტის“ ფარგლებში გამოიყო.
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, რომელმაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში დახმარება ჩაიტანა, რეგიონის „პრემიერ-მინისტრს“ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა და მასთან პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების, ასევე აფხაზეთში გაეროს განვითარების პროგრამების განხორციელების საკითხი განიხილა.
15:30 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ოკუპირებულ აფხაზეთს ვეტერინარული ვაქცინები გადასცა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ოკუპირებულ აფხაზეთს 15 000 ვეტერინარული ვაქცინა გადასცა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, FAO-ს დახმარება სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც ევროკავშირის ეგიდით ხორციელდება.
10:35 – ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 16-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 738-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 16 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 573 გახდა.
27 მაისი, ოთხშაბათი
16:15 – საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლიდან პრეპარატ პლაქველინს ამოიღებენ
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოში კოვიდ-19-ის მკურნალობის პროტოკოლიდან პრეპარატ პლაქველინს ამოიღებენ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლაქველინი იმ პრეპარატების ჩამონათვალიდან ამოიღო, რომელსაც სოლიდარობის კვლევის ფარგლებში გამოიყენებენ. კვლევაში მონაწილეობა საქართველომაც უნდა მიიღოს.
ცერცვაძემ ისიც განმარტა, რომ პრეპარატი პლაქველინი საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულ რამდენიმე მძიმე პაციენტთან გამოიყენეს, თუმცა მას სერიოზული გართულებები არ მოჰყოლია.
მისივე თქმით, კითხვები არა მხოლოდ პლაქველინთან, არამედ ნებისმიერ სხვა პრეპარატთან მიმართებითაც შეიძლება გაჩნდეს, რამდენადაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ჯერ არცერთი მათგანის ეფექტიანობაა დადასტურებული.
16:05 – თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევის ფარგლებში, ანტისხეულები კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 0.6%-ს აღმოაჩნდა
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევის ფარგლებში, რომელიც თბილისში, ჯანმრთელ მოსახლეობაში ჩატარდა, 1 000 ადამიანიდან ანტისხეულები მხოლოდ ექვსს აღმოაჩნდა.
11:10 – 29 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი იწყებს მუშაობას
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 29 მაისიდან მუშაობას განაახლებს ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.
მისივე განმარტებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, რომ პირბადეები გამოიყენონ და ამაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელებს ან კერძო ტრანსპორტის მფლობელებს დაეკისრებათ.
1 ივნისიდან:
- მუშობას დაიწყებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლებიც;
- ასევე, ყველა სახის ბაზრობა;
- ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან:
- გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში;
- მუშაობას განაახლებენ ის სასტუმროები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების შემოწმებას გაივლიან და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა.
- აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
10:50 – ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 20-ით გაიზარდა
ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 735-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 20 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 557 გახდა.
26 მაისი, სამშაბათი
17:51 – ოკუპირებულ ცხინვალში 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ისგან 21 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაცით, ამით ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9-მდე შემცირდა. 26 მაისის მდგომარეობით, ცხინვალში კოვიდ-19-ის 37 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
12:30 – სოხუმმა ენგურს აქეთ ნამკურნალევი პაციენტებისთვის გამშვები პუნქტი გახსნა
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 26 მაისიდან, ენგურის გამშვები პუნქტი „აფხაზური პასპორტის“ მქონე იმ პირებისთვის გაიხსნა, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ იმყოფებოდნენ. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
11:10 – ინფიცირებულთა რაოდენობა 1-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 732-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელთა კიდევ 11 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 537 გახდა.
25 მაისი, ორშაბათი
23:35 – ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით, რეგიონში ვიურსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის სულ 28 შემთხვევაა დადასტურებული.
10:35 – დადასტურებული შეთხვევების რაოდენობა 1-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 731-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 526 გახდა.
24 მაისი, კვირა
12:15 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში დადასტურებული შეთმხვევების საერთო რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთი ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 13-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით – 730-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 522 გახდა.
23 მაისი, შაბათი
22:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. რვავე გამოჯანმრთელებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. საერთო ჯამში, ოკუპირებულ რეგიონში ვირუსისგან უკვე 14 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
20:00 – მთავრობამ იზოლაციისა და კარანტინის წესები დაამტკიცა
საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც ქვეყანაში კარანტინისა და იზოლაციის იმ წესებს განსაზღვრავს, რომელთა დაცვის ვალდებულაც მოქალაქეებს აქვთ.
დადგენილების მიხედვით, რომელიც ძალაში 15 ივლისამდეა:
- იზღუდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
- იზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა;
- ტაქსით გადაადგილების მომსახურებისას, იკრძალება სამზე მეტი პირის გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით;
- ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა დისტანციური სწავლების ფორმა უნდა გამოიყენონ. აგრეთვე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე შეუძლია, რომ პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოები და გამოცდები არადისტანციურად ჩაატაროს;
- ყველა სახის სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიება, ასევე ყველა ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით;
- აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
- აკრძალულია რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე მომსახურება;
- დაშვებული არ არის სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება;
- ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით;
- სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობის მიზნით.
12:15 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შეთმხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შეთმხვევების რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასაწავლებლის სტუდენტია, რომელიც რეგიონში სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
12:10 – თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, თავდაცვის ძალებში ყაზარმული მდგომარეობა გაუქმდა, თუმცა ყველა სამხედრო ნაწილში კონტროლის მკაცრი ზომები და უსაფრთხოების წესები ნარჩუნდება.
თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე 21 მარტს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადავიდა.
12:00 – ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი დასრულდა
შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
უწყებისვე განმარტებით, ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის ცენტრები მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. ასევე, მუშაობა აღდგება საპატრულო პოლიციის სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის რეგიონულ განყოფილებებში.
10:45 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 14-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 728-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 14 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 509 გახდა.
00:01 – ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი
23 მაისის 00:01 საათიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, რომელიც რომელიც ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საგანგებო მდგომარეობასთან ერთად გაუქმდა კომენდანტის საათიც.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება 21 მარტს მიიღო. 21 აპრილს კი – ის კიდევ ერთი თვით – 22 მაისამდე გაახანგრძლივა.
მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა, ქვეყანაში შეზღუდვების დიდი ნაწილი 15 ივლისამდე დარჩა ძალაში (მათ შორის არის 10 ადამიანზე მეტის თავშეყრა და ა.შ).
22 მაისი, პარასკევი
21:00 – 23 მაისიდან რიგი შეზღუდვები იხნსება, რიგი კი – რჩება
23 მაისის 00:01 საათიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი უქმდება, თუმცა პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რიგი შეზღუდვები ძალაში 15 ივლისამდე რჩება.
პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 23 მაისიდან კარანტინი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა „საკარანტინო ზონებად რჩება მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა“. ასევე საკარანტინო ზონად რჩება ქალაქი თეთრიწყაროც, რომელიც 26 აპრილს ჩაიკეტა.
საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, იხსნება შეზღუდვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ შეკრებასა და მანიფესტაციაზე.
ამასთან, ძალაში რჩება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის ისეთი თავშეყრის შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებაში დამკვიდრებულ ისეთ სოციალურ ღონისძიებებთან, როგორებიცაა: ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.
19:00 – ოკუპირებული ცხინვალი საკარანტინო ზომებს 30 ივნისამდე ახანგრძლივებს
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ოკუპირებული ცხინვალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს (საკარანტინო) 30 ივნისამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. 30 ივნისამდე გაგრძელდება, როკის გვირაბთან, საქართველო-რუსეთის საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვაც.
14:35 – საფრანგეთის განვითარების სააგენტომ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისული რეაგირების გეგმის მხარდასაჭერად საქართველოსთვის 190 მლნ ევრო გამოყო
საფრანგეთის განვითარების სააგენტომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისული რეაგირების გეგმის ფარგლებში, 190 მლნ ევროს ოდენობის სესხის ორ ხელშეკრულებას მოაწრეს ხელი.
ფოტო: საფრანგეთის საელჩო საქართველოში
პირველი, 70 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება მიზნად საქართველოს მიერ კოვიდ-19 წინააღმდეგ ბრძოლის დროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის მხარდაჭერის გაგრძელებას ისახავს.
მეორე 120 მლნ ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულება, დაუცველ მომხმარებელთა მოვლაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით, მიზნად ელექტროენერგიის სექტორის რეფორმების გაღრმავებას ისახავს.
12:00 – ოკუპირებულ აფახაზეთში კოვიდ-19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ.
11:15 – ავტომობილებში სამზე მეტი ადამიანის შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე შენარჩუნდება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 23 მაისიდან ავტომობილბეში სამზე მეტ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ტაქსებზე შენარჩუნდება, სხვა საავტომობილო საშუალებებზე კი – გაუქმდება.
10:40 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა
შსს- ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 21 მაისის 21:00 საათიდან 22 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
10:30 – ინფიცირებულთა რაოდენობა 2-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2-ით – 723-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 495 გახდა.
21 მაისი, ხუთშაბათი
15:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 79 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 79 ახალი ფაქტი გამოალინეს.
პოლიციამ, 20 მაისის 21:00 საათიდან 21 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 4 პირი დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
11:30 – მოქალაქეების ნაწილს საბანკო სესხის მომსახურება კიდევ სამი თვით გადაუვადდება
საქართველოს პრემიერ-მინიტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეხმარება, სესხის მომსახურება კიდევ სამი თვით გადაუვადდება.
ამავე შეღავათით ისარგებლებს ყველა ის მოქალაქეც, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს კრედიტი და ბანკს საკუთარი სურვილით მიმართავს.
„ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – დასძინა პრემიერმა.
10:35 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით – 721-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 პაციენტი.ამით ვირუსისგან განჯურნებულთა საერთაო ჯამი 485 გახდა.
20 მაისი, ოთხშაბათი
13:00 – აშშ-ის საელჩომ შსს-ს 15 000 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა (ODC) შინაგან საქმეთა სამინისტროს კოვიდ-19-ის პანდემიის მართვაში დახმარების მიზნით, 15 000 აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ხალათები და კომბინიზონები, ასევე ინფრაწითელი თერმომეტრები გადასცა.
„ODC შსს-ს დიდი ხნის პარტნიორია და მრავალი მიმართულებით ეხმარება სამინისტროს, მათ შორის საგანგებო სიტუაციების სამართავ და საპასუხო მომზადებაში და საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების განმტკიცებაში“, – აცხადებენ საელჩოში.
12:35 – საქართველომ 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში, ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიისგან ანტისხეულების 30 000 სწრაფი ტესტი შეიძინა.
უწყებისვე განმარტებით, კომპანია აღნიშნული ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ამარაგებს.
მანამდე, 13 მაისს, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია „სოლემარტთან“ 30 000 ანტისხეულების ტესტის შესყიდვაზე გაფორმებული 930 000 ლარის ღირებულების ხელშეკრლება გააუქმა. მაშინ უწყებაში განმარტეს, რომ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზი ტესტების მოწოდებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევა იყო. თუმცა, როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, ჰოლანდიური შეფუთვის ტესტები ჩინური წარმოების იყო.
12:25 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, ინფიცირებული რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია.
12:10 – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პანდემიის პირობებში კორუფციის ზრდის საფრთეებზე საუბრობს და ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, კორუფციული რისკების ზრდის საფრთხეებზე საუბრობს.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებას „გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს“ ეს რისკები და „ყველა შესაძლო ზომა უნდა მიიღოს“ მათ შესამცირებლად.
„TI საქართველო“ სამ გამოწვევას ასახელებს, რომლებსაც ქვეყანა პანდემიის პირობებში აწყდება:
- კორუფციის რისკები სახელმწიფო შესყიდვებში;
- ანგარიშვალდებულების, კონტროლის და ზედამხედველობის უზრუნველყოფა ეკონომიკური დახმარების პროგრამების განხორციელებისას;
- კორუფციის რისკების ზრდა საჯარო დაწესებულებებში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხელისუფლებას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
- სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა იყოს საფრთხეების პროპორციული და გამომდინარეობდეს მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებებიდან. ასევე, არ მოხდეს კანონის შერჩევითი აღსრულება;
- თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, სახელმწიფო შესყიდვები განხორციელდეს კონკურენტული ტენდერების გზით;
- პარლამენტმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სათანადოდ აკონტროლონ მთავრობის საქმიანობა და ეპიდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი თანხების ხარჯვა;
- ხელისუფლებამ უზრუნველყოს საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა კრიზისის დაძლევის ღონისძიებათა დაგეგმვის და მათი განხორციელების ზედამხედველობის საკითხებში;
- მთავრობამ უზრუნველყოს მისი საქმიანობისა და ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალობა;
- საჯარო უწყებების შიდა მაკონტროლებელმა ორგანოებმა (შიდა აუდიტის სამსახურები, გენერალური ინსპექციები) მაქსიმალურად იზრუნონ კორუფციის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე;
- სამართალდამცავველმა უწყებებმა ყურადღებით შეისწავლონ ნებისმიერი ინფორმაცია კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესახებ.
11:10 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში,მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 19 მაისის 21:00 საათიდან 20 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 6 პირი დააჯარიმე და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
10:50 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 19-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 713-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 475 გახდა.
19 მაისი, სამშაბათი
20:15 – დადასტურებული შემთხვვების რაოდენობა 5-ით გაზაირდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 707-მდე გაიზარდა.
12:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 101 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 18 მაისის 21 საათიდან 19 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 24-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით,ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით – 702-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 456 გახდა.
06:00 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით დადგენილი სხვა შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს.
00:50 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. ისინი სავალდებულო საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. ახალ ინფცირებულებს სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
18 მაისი, ორშაბათი
18:10 – აშშ-მა საქართველოს 500 000 აშშ დოლარამდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა
აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 500 000 აშშ დოლარამდე ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობას შორისაა: სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, კოვიდ-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“.
12:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 99 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 99 ახალი ფაქტი გამოავლინა.
პოლიციამ, 17 მაისის 21:00 საათიდან 18 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 98 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 1 პირი დააჯარიმეს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 7-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 701-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 7 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 432-მდე გაიზარდა.
09:00 – გაერო საქართველოს COVID-19-ის პანდემიის შედეგებზე რეაგირებისთვის 1 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
საქართველო იმ 46 ქვეყანაშია, რომლებიც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ.
გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდი უწყებათაშორისი დაფინანსების მექანიზმია, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა 2020 წლის 31 მარტს შექმნა. სატრასტო ფონდმა 15 მაისს გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების, აგრეთვე მათი ბენეფიციარების სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა.
დაფინანსების ფარგლებში აგრეთვე გათვალისწინებულია: სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება; კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, „რათა მათ შეძლონ გადაუდებელი სოციალური მომსახურების გაწევა“.
06:10 – მარნეულის მუნიციპალიტეტი გაიხსნა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 56 დღიანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტი დღეს გაიხსნა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შესასვლელებში განთავსებული ბლოკ-პოსტები უკვე მოიხსნა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტთან ერთად, მარნეული 23 მარტს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ადგილზე კოვიდ-19-ის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამ დრომდე რჩება.
17 მაისი, კვირა
12:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 89 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 89 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 16 მაისის 21 საათიდან 17 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 12-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის 12-ით 695-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 425-მდე გაიზარდა.
00:40 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფახაზეთში ერთი ოჯახის სამ წევრს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ამით რეგიონში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ინფიცირებელი მშობლებიდან დედას ორმხრივი პნევმონია აქვს, მამას კი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა. რაც შეეხება მათ შვილს, მას გართულებები არ აღენიშნება.
ინფიცირებულები გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
16 მაისი, შაბათი
20:45 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 683-მდე გაიზარდა.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 93 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 15 მაისის 21:00 საათიდან 16 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 84 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დააჯარიმეს და თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
11:15 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგნეტო „რესი“ ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან ორი ცხინვალის მკვიდრია და რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. ორი კი – ზნაურის საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები არიან.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 677-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 26 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 419 გახდა.
15 მაისი, პარასკევი
15:35 – აშშ-მ საქართველოს 4 000 PCR ტესტი აჩუქა
ამერიკის საელჩომ ჯანდაცვის სამინისტროს PCR ტესტირების ორი აპარატი და 4000 ტესტი, ასევე 20 000 აშშ დოლარამდე ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გადასცა.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ამერიკული კომპანია „Thermo Fisher”-ისგან შეძენილი ეს ტესტირების კომპლექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს უნარს, გაზარდოს COVID-19-ის ტესტირება და გააკონტროლოს ვირუსის გავრცელება“.
15:30 – საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, „საქართველოს მთავრობამ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის“ საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება და 22 მაისის შემდეგ პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თხოვნით აღარ მიმართავს.
- მთავრობა საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით ახანგრძლივებს
- პრემიერმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის პრეზიდენტს მიმართა
„[თუმცა], ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომლებიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი“, – განმარტა მანვე.
15:15 – 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში „სასწავლო წელი დისტანციურად „ნორმალურ რეჟიმში“ ჩატარდა და 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
მისივე განმარტებით:
- მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს;
- პირველკლასელები 27 მაისს;
- დანარჩენი მოსწავლეები კი – 15 ივნისს.
- ამასთან, ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და თარიღები ივნისის თვეში გამოცხადდება.
13:35 – რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 1 ივლისამდე გაგრძელდება
სამოქალაქო ავაიციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს.
13:30 – ოკუპირებული ცხინვალი საკუთარი „მოქალაქეებისთვის“ რეგიონში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 25 მაისამდე ახანგრძლივებს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ოკუპირებული ცხინვალი რეგიონში შესვლაზე საკუთარი „მოქალაქეებისთვის“ დაწესებულ შეზღუდვას 25 მაისამდე ახანგრძლივებს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
შეზღუდვა არ ეხება იმ სატვირთო გდაზიდვებს, რომლითაც რეგიონი მედიკამენტებით, სამშენებლო მასალებითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებს.
ოკუპირებული ცხინვალის „მოქალაქეებს“ რუსეთის ფედერაციაში გადასვლის უფლება იმ პირობით ექნებათ, თუკი ისინი ამ პერიოდში უკან არ დაბრუნდებიან.
12:30 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 119 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 119 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 14 მაისის 21:00 საათიდან 15 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 104 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 5 პირი დააჯარიმეს და 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 10 ფაქტი გამოავლინეს.
11:35 – ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შსს-ს ინფორმაციით, შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 4-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 10-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-ით 471-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა კიდევ 10 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 393 გახდა.
14 მაისი, ხუთშაბათი
21:48 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 667-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-ით – 667-მდე გაიზარდა.
21:30 – ოკუპირებული აფხაზეთი შეზღუდვებს 1 ივნისამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული აფხაზეთი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს 1 ივნისამდე ახანგრძლივებს. მათ შორისაა რეგიონში მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები. ინფორმაციას ადილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
პირველ ივნისამდე:
- ღია აგრარული ბაზრების მოვაჭრეები და მომხმარებლები ვალდებულნი იქნებიან, რომ პირადი უსაფრთოხების დამცავი ნივთები (ხელთათმანები და პირბადეები) იქონიონ;
- ძალაში რჩება მასობრივი თავშეყრის ადგილებზე დაწესებული შეზღუდვები;
- ფსოუზე, საქართველო-რუსეთის საზღვარი ჩაკეტილი იქნება: უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის. შეზუდვა არ ეხებათ: დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და რუს სამხედროებს. შეზღუდვა ასევე არ იმოქმედებს სატვირთო გადაზიდვებზე.
21:00 – აშშ-მ საქართველოს სამედიცინო კარვები გადასცა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს კოვიდ-19-ის საპასუხოდ სამედიცინო კარვები გადასცა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, პანდემიისას საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ამ კარვებს მაღალი რისკის ზონებში გამოიყენებენ.
We provided medical tents to the Emergency Management Service to support Georgia’s response to #COVID19. These tents will be used in at-risk communities, helping keep the Georgian people safe during the pandemic. @MIAofGeorgia @usingeo @rdfgofficial @USAIDEurope pic.twitter.com/4W2SI3bcBO
— USAID Georgia (@USAIDGeorgia) May 15, 2020
კარვების გადაცემა USAID/Georgia-ს ZRDA პროგრამის მეშვეობით განხორციელდა.
20:15 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულებიდან ერთი რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც რეგიონში სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდა. მას სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
რაც შეეხება მეორე ახალ ინფიცირებულს, ის გუდაუთაში განთავსებული მე-7 სამხედრო ბაზის მოსამსახურეა. იგი რეგიონში დაღესტნის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. მას გუდაუთის სამხედრო ჰოსპოტალში უმკურნალებენ.
17:15 – 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება
მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებით, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ აკრძალვა კვლავ ძალაში რჩება.
„ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 102 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 13 მაისის 21:00 საათიდან 14 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 89 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა გზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი დააჯარიმეს და საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 6 ფაქტი გამოავლინეს.
11:15 – 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრების გაიხსნება.
ამასთან, დახურულ და ღია სივრცეებში სამზე მეტი ადამიანის შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება.
გადაწყვეტილება არ ეხება ავტომობილებით გადაადგილებას. მოქალაქეები კვლავ ვალდებულები იქნებიან, სამ ადამიანზე დაწესებული შეზღუდვა დაიცვან. გახარიას თქმით, როგორც ექიმები განმარტავენ, ამ შეზღუდვას „ძალიან მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი აქვს“.
11:10 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო მონაცემებით, ქავეყანაში კოვიდ-19-ის მქონე კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს ვირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-12 შემთხვევაა
11:00 – ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 11-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 652-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რიცხვი 383-მდე გაიზარდა.
10:10 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ინფიცირებულებიდან ოთხი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან და საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან.
ამ დროისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული.
06:00 – ქალაქები – რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა
დღეიდან ქალაქები – რუსთავი და გარდაბანი გაიხსნა და მიმოსვლა სრულად აღდგა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 15 აპრილს, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმe დღით ადრე დაიკეტა.
დედაქალაქში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღდვები 11 მაისს მოიხსნა. 5 მაისს გაიხსნა ბათუმი და ქუთაისი. 18 მაისს გაიხნება მარნეულიც.
13 მაისი, ოთხშაბათი
21:25 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 2 შეთმხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი ავრცელებს“.
19:30 – EBRD-ის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეყლი უარყოფითი შედეგების გამო 2020 წელს საქართველოს მშპ 5.5%-ით შემცირდება
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს მშპ-ის პროგნოზი განაახლა, რომლის თანხმადაც, 2020 წელს ქვეყნის ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდება. ბანკის შეფასებით, 2021 წელს 5.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც კორონავირუსის კრიზისის გამო გამოწვეული ვარდნის შემდეგ, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე მიუთითებს.
ბანკის მიერ გამოქვეყნებული საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, გლობალურმა ეკონომიკამ ფინანსური ბაზრების მზარდი მერყეობა და ტურისტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება განიცადა, რამაც საქართველოზეც იმოქმედა.
ბანკის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ სხვადასხვა კრედიტორისგან დამატებითი დაფინანსება მიიღო.
EBRD-ის პროგნოზით, იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ქვეყნები საზღვარგარეთ მოგზაურობას ზღუდავენ, წელს განსაკუთრებით სტუმართმოყვარეობის სექტორი დაზარალდება.
15:30 – საქართველომ სადავო წარმომავლობის გამო კოვიდ-19-ის სწრაფი ტესტების შესაძენად გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ კომპანია „სოლემარტთან“ 30 000 ანტისხეულების ტესტის შესყიდვაზე გაფორმებული 930 000 ლარის ღირებულების ხელშეკრლება გააუქმა. გაუქმების მიზეზი ტესტების მოწოდებისთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევა იყო.
უწყებამ ტესტების შესაძენად გამარტივებული შესყიდვის წესით ხელშეკრულება კომპანია „სოლემარტთან“ 24 აპრილს გააფორმა.
ანტისხეულების ტესტი, რომლის იმპორტსაც კომპანია „სოლემარტი“ ახდენს, ჰოლანდიური ბიოტექნოლოგიური ფირმის Inzek International Trading-ის მიერ არის დამზადებული.
როგორც საგამოძიებო ჟურნალისტების ჯგუფის OCCRP-ისა და Investico-ს გამოძიებამ აჩვენა, სინამდვილეში, ჰოლანდიური შეფუთვის ტესტები ჩინური წარმოების არის. ამასთან, სხვადასხვა დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, ტესტი იმაზე ნაკლებად ზუსტი აღოჩნდა, ვიდრე ამას ამბობენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, ტესტები რეგულირების სააგენტომ აპრილის დასაწყისში დაარეგისტრირა და ისინი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ცენტრს ეს ტესტები არ შეუფასებია.
„ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში კომპანია „სოლემარტის“ მფლობელმა ზურაბ ტუკვაძემ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 8 მაისს გაწყდა, ვინაიდან სამინისტროსთვის ტესტების მიწოდებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწიენბული პირობა დაირღვა. „ტესტების ის ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა ჯანდაცვის სამინისტროს დაუბრუნდება ჰოლანდიურ კომპანიას“, – თქვა მანვე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო ტესტების შესყიდვისთვის გაფორმებულ ხელშეკრულებას აუქმებს. 27 მარტს მთავრობამ ჩინურ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Shenzhen Bioeasy Biotechnology-ისთან გაფორმებული 1 182 500 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააუქმა. მაშინ, აღნიშნული კომპანიის ტესტები არასანდოდ ესპანეთში მიიჩნიეს.
როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, საქართველოში შემოსული ყველა ტესტი ხარისხის მკაცრ კონტროლს ექვემდებარება და მოქალაქეებს არასწორი დიაგნოზის საფრთხე არ ემუქრებათ.
11:35 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ინფიცირებულების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
11:30 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 132 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 132 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 12 მაისის 21:00 საათიდან 13 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 109 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 10 პირი დააჯარიმეს და საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 13 ფაქტი გამოავლინეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 647-მდე, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 372-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 647-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 23 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებუთლა საერთო რაოდენობა 372 გახდა.
12 მაისი, სამშაბათი
20:50 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 642-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით 642-მდე გაიზარდა.
20:45 – მთავრობამ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
საქართველოს მთავრობამ 300 მილიონი ლარის ღირებულების ანტიკრიზისული პროგრამა წარადგინა, რომელიც ფერმერებს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება.
ანტიკრიზისული გეგმა სახელწოდებით – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ – ფულად სახსრებზე გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, რიგ ღონისძიებებს ითვალისწინებს, მათ შორის, პირდაპირ გადახდებს დაზარალებული მწარმოებლებისთვის, საწვავზე სუბსიდიებს, გადასახადებისგან გათავისუფლებას და სახელმწიფოს დახმარებას.
20:00 – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები არიან, რომლებიც რეგიონში სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ.
სტუდენტები სავალდებულო საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. მათ სამკურნალოდ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
14:00 – სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმერეთის რეგიონის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა. სოფელი 23 აპრილს მას შემდეგ ჩაიკეტა, რაც ადგილზე კოვიდ-19-ის 10 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო ნორმები გაუქმდა, სოფლის შესასვლელთან ე.წ სპეციალური გამშვები პუნქტი ისევ დარჩება და მოსახლეობის პროაქტიული თერმოსკრინინგი კვლავ გაგრძელდება.
იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, დღეიდან დაიწყება ქალაქ ქუთაისის შესასვლელ-გასასვლელებთან არსებული ბლოკ-პოსტების აღებაც. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისი 5 მაისს გაიხსნა, გამშვები პუნქტები იქ დღემდე იყო განთავსებული.
11:50 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინეს.
პოლიციამ, 11 მაისის 21:00 საათიდან 12 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააჯარიმეს და საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 1 ფაქტი გამოავლინეს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 32-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვეების რაოდენობა 1-ით – 639-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 32 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 349-მდე გაიზარდა.
11 მაისი, ორშაბათი
20:10 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებეს“.
გასულ კვირას ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ოთხი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სტუდენტია. ისინი რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ. კიდევ ორი ახალი ინფიცირებულიც ასევე სტუდენტები არიან და ისინიც აფხაზეთში აგრეთვე რუსეთიდან დაბრუნდნენ.
ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის პირველი სამი შემთხვევა აპრილში გამოვლინდა. მათგან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, მესამე, 1925 წელს დაბადებული პაციენტი კი – კორონავირუსის ფონზე თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა.
13:50 – კოვიდ-19-ით ინფიცირებული მე-11 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. ჯამში, ეს კოვიდ-19-ის მქონე პაციენტის გარდაცვალების მე-11 შემთხვევაა.
81 წლის პაციენტი ბათუმის კლინიკა – „მედალფაში“ გარდაიცვალა. კლინიკის დირექტორის ალექსი გოხელაშვილის განმარტებით, გარდაცვლილს გადატანილი ჰქონდა ინსულტი, მყარი ნარჩენი ნევროლოგიური მოვლენებით. ასევე, აღენიშნებოდა: საშარდე გზების ქრონიკული ანთება, გულისა და სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, სუნქთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეფსისი და ინფექციურ-ტოქსიკური შოკი.
11:50 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ანდგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
11:25 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 153 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფრომაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 153 ახალი ფაქტი გამოვლინეს.
პოლიციამ, 10 მაისის 21:00 საათიდან 11 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 106 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 7 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – სულ 37 მოქალაქე დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი -8-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 638-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 317 გახდა.
06:00 – დედაქალაქში შემოსვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
დღეიდან, თბილისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა და ქალაქში მიმოსვლა სრულად აღდგა.
დედაქალქაში გადაადგილებაზე შეზღუდვები 15 აპრილს, აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე დაწესდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნა ყველა სახის წარმოება, ასევე, ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც „აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით“. ეს არ ეხება მოლებსა და სავაჭრო ცენტრებს.
საქართველოს მასშტაბით, კვლავ ძალაში დარჩა კომენდანტი საათი.
10 მაისი, კვირა
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 61 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 9 მაისის 21:00 საათიდან 10 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 57 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე 1 იურიდიული პირი, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 3 პირი დააჯარიმეს.
11:10 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 22-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 12-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-ით – 635-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 12 ადამიანი. ამით ვირუსით განკურნებულთა რაოდენობა 309 გახდა.
9 მაისი, შაბათი
19:05 – აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
ორი ახალი პაციენტი აფხაზი სტუდენტები არიან, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ და საკარანტინო რეჟიმში იმყოფებოდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
8 მაისს, აფხაზეთში კორონავირუსი რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების 4 კურსანტს დაუდასტურდა, რომლებიც რეგიონში ასევე რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნდნენ.
მანამდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 3 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. მათგან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, მესამე, 1925 წელს დაბადებული პაციენტი კი – კორონავირუსის ფონზე თანმხლები დაავადებების გართულების შედეგად გარდაიცვალა.
13:50 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამით რეგიონში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვვების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ოკუირებული ცხინვალის „სანიტარული სამსახურის“ ხელმძღვანელმა „რეს“-თან საუბარში განაცხადა, რომ რეგიონში ვირუსზე სულ 297 ტესტი ჩატარდა.
12:05 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 69 ახალი ფაქტი გამოავლინეს.
პოლიციამ, 8 მაისის 21:00 საათიდან 9 მაისის დილის 06: საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 12 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 2 პირი დააჯარიმეს.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 9-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით – 626-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 9 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 297-მდე გაიზარდა.
8 მაისი, პარასკევი
22:20 – ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „აფსნი თუდეის“ ინფორმაციით, ინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კურსანტები არიან, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლის შემდეგ, სოხუმში კარანტინში იმყოფებოდნენ.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, 8 მაისის მდგომარეობით, სოხუმში, სასტმურო „აიტარში“ კარანტინის რეჟიმში 209 პირი იმყოფება.
13:00 – გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
გადაცვლილი 45 წლის ქალია, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 29 მარტს გადაიყვანეს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციით, პაციენტს ვირუსის პარალელურად, არტერიული ჰიპერტენზია და სიმსუქნე აღენიშნებოდა. ამასთან, ჩატარებული ტომოგრაფიის შედეგად, გამოუვლინდა „ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „ დაბურული მინის“ ტიპით“.
„[პაციენტის] მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები… ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – ნათქვამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
12:30 – სოფელ ქვემო ბოლნისში მკაცრი საკარანტინო ზომები მოიხსნა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელი ქვემო ბოლნისი გაიხსნა და ადგილზე მკაცრი საკარანტინო მდგომარეობა სოფელში აღარ მოქმედებს.
ამავე ინფორმაციით, სოფელში ვირუსის ახალი შემთხვევა 6 აპრილის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
სოფელი ქვემო ბოლნისში 1 აპრილს ჩაიკეტა. აქ კორონავირუსი სულ 6 მოქალაქეს დაუდგინდა, აქედან 2 გარდაიცვალა.
ჯამში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის, COVID-19-ის 120 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 24 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი – გარდაიცვალა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლნისსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზომები 23 მარტს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ადგილზე ინფექციის შიდა გადაცემის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
12:15 – უცხოეთში კორონავირუსის მქონე საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ჯამში, უცხოეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებული საქართველოს 13 მოქალაქე გარდაიცვალა.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 80 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 7 მაისის 21:00 საათიდან 8 მაისის დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 74 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 5 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 1 პირი დააჯარიმეს.
11:10 – ოკუპირებული ცხინვალი შეზღუდვებს 31 მაისამდე ახანგრძლივებს
ოკუპირებული ცხინვალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს 31 მაისამდე ახანგრძლივებს. ცხინვალის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რეგიონში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 15-მდე გაზაირდა.
ცხინვალში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა.
11:05 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ოკუპირებულ ცხინვალში ახალი კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამით ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 6 მაისს გამოვლინდა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა, კიდევ 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვვების რიცხვი 8-ით – 623-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 ადამიანი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 288 გახდა.
7 მაისი, ხუთშაბათი
15:30 – მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის 7 მაისის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ ტურიზმის მხარდაჭერის პოსტკრიზირული გეგმა წარადგინა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პოსტკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერით სასტუმროების ქსელები, საკვები ობიექტები, ასევე ტურისტული კომპანიები და გიდები ისარგებლებენ.
15:10 – 11 მაისიდან დედაქალაქში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღდვები მოიხსნება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან თბილისში მიმოსვლა სრულად აღდგება და გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება. ძალაში რჩება კომენდანტის საათი.
ამასთან, 11 მაისს:
- გაიხსნება ყველა სახის წარმოება;
- გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს და არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით;
- გადაწყვეტილება მოლებს და სავაჭრო ცენტრებს არ ეხება.
აგრეთვე, 14 მაისიდან მიმოსვლა სრულად გაიხსნება რუსთავსა და გარდაბანშიც, 18 მაისს კი – მარნეულში.
13:30 – ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც შემთხვევების საერთო რაოდენობა 11-მდე გაზარდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რამაც შემთხვევების საერთო რაოდენობა 11-მდე გაზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
„ერთ-ერთი მათგანი [სამხრეთ ოსეთში] ჩრდილოეთ ოსეთში მკურნალობის გავლის შემდეგ ჩამოვიდა. ასევე, არიან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რომლებიც სამხრეთ ოსეთში რუსეთის რეგიონებიდან ჩამოვიდნენ“, – განაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანა გაგლოევამ.
12:15 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 77 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 77 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 6 მაისის 21:00 საათიდან 7 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 66 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 7 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 3 პირი დააჯარიმეს.
ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:55 – ევროკავშირი და UNDP-ი საქართველოს რეგიონებში კოვიდ-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 9 მლნ ლარიან საგრანტო პროგრამას იწყებენ
ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას იწყებენ, რომელიც „სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარებას, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნას, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის ცვლილების შერბილებას შეუწყობს ხელს“.
UNDP-ის ინფორმაციით, საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნესპროექტზე 170,000 ლარამდე ოდენობის გრანტი გაიცემა. ბიზნესები ასევე მიიღებენ 30,000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება.
We kicked off a US$ 3M EU-funded grant programme to help #Georgia's rural regions recover from #COVID19 & #BuildBackBetter
We are assisting rural businesses to grow, create jobs, introduce smart & green economic solutions.@EUinGeorgia @agricultureGEO https://t.co/CuR9nLq4uS
— UNDP in Georgia (@UNDPGeorgia) May 7, 2020
„საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში – ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები ასევე მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება“, – ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ევროკავშირი ახდენს ყველა შესაძლო რესურსის მობილიზებას, რათა არსებული კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს საქართველოს“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. „მოხარული ვარ, რომ საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სოფელს, სადაც ეკონომიკური განვითარება ჩვეულ ვითარებაშიც კი გამოწვევას წარმოადგენს“, – დასძინა მანვე.
UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა კი აღნიშნა, რომ „კორონავირუსის პანდემიაზე საქართველოს სამაგალითო პასუხმა ბევრი სოცოცხლე გადაარჩინა“. „დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, ხელი შევუწყოთ სოფლად მწვანე განვითარებას, რაც ადამიანებისა და პლანეტის კეთილდღეობას ემსახურება“, – თქვა მანვე.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 6-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 5-ით – 615-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 275 გახდა.
6 მაისი, ოთხშაბათი
19:00 – ცხინვალი კორონავირუსის გამო რუსეთთან საზღვარს „სრულად“ ჩაკეტავს
ცხინვალის ხელისუფლება 10 მაისიდან 17 მაისამდე საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დამაკავშირებელ საზღვარს სრულად ჩაკეტავს და ყველანაირ გადაადგილებას შეზღუდავს. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
გადაწყვეტილება ამჯერად რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და სატვირთო ტრანსპორტსაც შეეხებათ. როდესაც ოკუპირებულმა ცხინვალმა 2 აპრილს როკის გამშვები პუნქტი ჩაკეტა მათ ეს შეზღუდვები არ შეხებიათ.
16:00 – ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფექციის მქონე პაციენტების რაოდენობა 3-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.
ორივე ინფიცირებული ცხინვალის რეგიონში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან – ალანიადან ჩავიდა. ოკუპირებული ცხინვალის მთავარი ექიმის მარინა კოჩიევას განმარტებით, პაციენტებს ვირუსზე ტესტი ჩრდილოეთ ოსეთში ჩაუტარდათ და შედეგები ცხინვალის ხელისუფლებას გადასცეს.
ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევა დღეს დილით დაფიქსირდა.
12:30 შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 88 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 88 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 5 მაისის 21:00 საათიდან 6 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 66 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 2 პირი დააჯარიმეს.
ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 29 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით – 610-მდე გაიზარდა. ვირურსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 29 პაციენტი. ამით კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 269-მდე გაიზარდა.
5 მაისი, სამშაბათი
16:00 UNDP: ქართული კომპანიის მიერ წარმოებული 40 000-მდე სახის დამცავი ფარი პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს გადაეცემა
„გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ინფორმაციით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ჯანდაცვის სისტემის თანაშრომლებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებსა და პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ადამიანებს ქართული კომპანიის CaucasPack-ის მიერ წარმოებული 40 000-მდე სახის დამცავი ფარი გადაეცემათ.
ორგანიზაციის განცხადებით, პირველი 16 000 ფარი მიმდინარე კვირაში ევროკავშირისა (EU) და გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში დარიგდება, რომელიც „საქართველოში ძლიერი და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის განვითარებას“ ემსახურება.
„მიხარია, რომ ეს დამცავი ფარები დამზადებულია საქართველოში ადგილობრივი კომპანიის მიერ, რომელმაც ახალ გამოწვევებთან ადაპტირება შეძლო“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.
#EU is helping to provide additional 40,000 face masks produced in 🇬🇪 to healthcare and other front line workers dealing with the pandemic, together w/ 🇦🇹+🇨🇭 and @UNDPGeorgia.
➡️https://t.co/MNsV9K8fm0#TeamEurope #EU4Georgia #StrongerTogether pic.twitter.com/M4JMzPJDAv
— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) May 5, 2020
„იმ პირობებში, როდესაც გლობალური მიწოდების ჯაჭვები გადატვირთულია, ხოლო საერთაშორისო შესყიდვები გართულებული, მივესალმებით ქართველ მწარმოებლებს, რომლებიც ამ გამოწვევას პასუხობენ“, – განმარტა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
მისივე თქმით, CaucasPack მხოლოდ ერთი მაგალითია, თუ როგორ ეხმარება ადგილობრივი წარმოება ექიმებსა და საჯარო მოხელეებს, უსაფრთხოდ შეასრულონ საკუთარი მოვალეობები კარანტინის დროს.
UNDP-ის ინფორმაციით, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით, ის დამატებით 23 000 ფარს შეისყიდის და 23 მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებსა და მოწყვლად მოსახლეობას გადასცემს. „ეს დახმარება გავრცელდება მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში და საქართველოს სამხრეთ რეგიონებში, სადაც კორონავირუსმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა მოსახლეობას“, – განაცხადა UNDP-მ.
ორგანიზაციისვე ინფორმაციით, CaucasPack-ის მრავალჯერადი გამოყენების მოსახერხებელი დამცავი ფარები გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან იწარმოება.
12:00 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 107 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 107 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 4 მაისის 21:00 საათიდან 5 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 86 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, უწყების თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი -4 პირი დააჯარიმეს.
ამასთან, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 17-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11-ით – 604-მდე გაიზარდა. ვირუსისგან კიდევ გამოჯანმრთელდა კიდევ 17 პაციენტი. ამით კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 240 გახდა.
10:45 – პაციენტი, რომელსაც ვირუსი თითქმის ორი თვის განმავლობაში უფიქსირდებოდა, გამოჯანმრთელდა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინე ეზუგბაიას ინფორმაციით, პაციენტი, რომელიც კლინიკაში 5 მარტს მოათავსეს და ვირუსი მთელი ამ ხნის განმავლობაში უფიქსირდებოდა, გამოჯანმრთელდა.
მისივე თქმით, გამოჯანმრთელებული პირველ ხუთ ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვში შედიოდა.
ამასთან, იგი ფაქტობრივად, გამოჯანმრთელებული იყო, თუმცა ამ დრომდე ტესტი კორონავირუსზე დადებითს აჩვენებდა.
09:00 – ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო სერვისმა, ასევე სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმა მუშაობა განაახლეს
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ავტოსამრეცხაო და ავტოსარემონტო სერვისებმა მუშაობა განაახლეს. საქმიანობის განახლების უფლება სამშენებლო კომპანიებმა და სამშენებლო მასალების მწარმოებლებმაც მიიღეს.
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პოლიტიკის ფარგლებში, დასახელებულ მომსახურებებს საქმიანობა 11 მაისიდან უნდა განეახლებინათ, თუმცა პროცესი ერთი კვირით დაჩქარდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება, ქვეყანაში „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით“ ეტაპობრივად გაგრძელდება.
06:00 – ქალაქები – ქუთაისი და ბათუმი გაიხსნა
ქუთაისსა და ბათუმში საავტომობილო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები სრულად მოიხსნა. გადაწყვეტილების შესახებ გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თქვა.
საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 აპრილს 10 დღით ჩაიკეტა.
შეზღუდვები 21 აპრილს საგანდებო მდგომარეობის ვადით გახანგრძლივდა.
„მომიჯნავე რაიონებში“ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დრომდე ჩაკეტილია თბილისი და რუსთავი.
4 მაისი, ორშაბათი
12:50 – 5 მაისიდან იუსიტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მუშაობას განაახლებენ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 5 მაისიდან, გარდა საკარანტონო ზონებისა, იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები და დროებითი სანოტარო ბიუროები მუშაობას ახალი პრინციპით განაახლებენ. კერძოდ, მოქალაქეები შესაბამისი სერვისის მისაღებად ვიზიტს მოქალაქის პორტალის – www.my.gov.ge-ს მეშვეობით წინასწარ დაჯავნიან. „ამის გვერდის ავლით, შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე და ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს ამ წუთიდან“, – თქვე თეა წულუკიანმა.
მინისტრის განმარტებით, ერთადერთი სერვისი, რომელიც აქტიური არ იქნება, ეს რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისისა, ვინაიდან ის დახურულ სივრცეში გარკვეული ოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას გულისხმობს.
ამასთან, წულუკიანის თქმით, შენობაში მოქალაქეები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. აგრეთვე, შენობაში შესვლას ვერც არასრულწლოვნები შეძლებენ.
„ეს დროებითი წესი იმოქმედებს მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების კვალდაკვალ, შევძლებთ კორექტირება გავაკეთოთ იმ ახალი წესის, რომელსაც დღეიდან გთავაზობთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
12:40 – გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ბაზრები გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღია ტიპის ყველა ის ბაზარი გაიხსნა, სადაც „კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ყველა აუცილებელი რეკომენდაცია სრულადაა დაცული“.
„ადგილზე დასაქმებულებსა და მომხმარებლებს უტარდებათ თერმოსკრინინგი. სამუშაო პროცესი კი პირბადეებითა და ხელთათმანებით ხორციელდება“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
12:30 – შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის 108 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 108 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 3 მაისის 21:00 საათიდან 4 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 24 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 5 პირი დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:20 – 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, 5 მაისიდან, ქალაქ ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება.
რაც შეეხება, თბილისსა და რუსთავს, პრემიერის განმარტებით, აქ „მომიჯნავე რაიონებში“ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, „გარკვეული შეზღუდვები დარჩება“. თუმცა, მისივე თქმით, უახლოესი დღეების ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
„შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – განმარტა პრემიერმა.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 4-თ, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი – 2-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობთა 4-ით – 593-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი. ამით კორონავირუსისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 223 გახდა.
3 მაისი, კვირა
14:55 – გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ჯამში, ეს კორონავირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-9 შემთხვევაა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის თქმით, გარდაცვლილი 60 წლამდე ქალია, რომელსაც ფილტვის ქრონიკული დაავადება ჰქონდა. მისივე განმარტებით, სახეზე იყო კოვინფექციის შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრესი. აგრეთვე, პაციენტს ანამნეზში უფიქსირდებოდა არტერიული ჰიპერტენზია, ასევე გულის უკარისობა.
„პაციენტი ბოლო 10 დღის განმავლობაში იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. ჩატარებული ღონისძიებები აღმონჩდა უშედეგო და დღეს დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – თქვა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ სატელეფონო საუბრისას.
14:50 – კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 221-მდე გაიზარდა.
12:30 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 2 მაისის 21:00 საათიდან 3 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 78 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი – 4 პირი დააჯარიმეს.
აგრეთვე, პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი ფაქტი გამოავლინა.
11:00 – 7-ით გაიზარდა დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 7-ით – 589-მდე გაიზარდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 პაციენტი. ამით კოვიდ-19-ისგან განკურნებულთა ჯამური რაოდენობა 215 გახდა.
2 მაისი, შაბათი
15:35 – 28 აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით, მუშაობა უკვე 28 ღია აგრარულმა ბაზარმა განაახლა.
მთავრობამ 27 აპრილიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო, რაც ღია აგრარულ ბაზრებსაც შეეხო.
27 აპრილის შემდეგ, მუშაობა განაახლეს თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის ღია აგრარულმა ბაზრებმაც.
15:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ, 1 მაისის 21:00 საათიდან 2 მაისის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 86 მოქალაქე დააჯარიმა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 2 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრებისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – სულ 17 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 582-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 16-ით – 582-მდე გაიზარდა.
ამასთან, გარდაიცვალა მერვე პაციენტი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ გარდაცვლილი 72 წლის ქალია, რომელიც კლინიკაში 14 აპრილს შეიყვანეს. მისივე თქმით, გარდაცვლილის ანამნეზი დატვირთული იყო ისეთი ქრონიკული დაავადებებით, როგორებიცაა: გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია და მორბიდული სიმსუქნე. „მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დილით დაფიქსირდა გულის გაჩერება და ბიოლოგიური სიკვდილი“, – განმარტა რატიანმა.
1 მაისი, პარასკევი
20:10 – კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
გარდაიცვალა კოვიდ-19-ით ინფიცირებული კიდევ 1 პაციენტი. ჯამში, ეს ვირუსის მქონე პაციენტის გარდაცვალების უკვე მე-7 შემთხვევაა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „მთავარ არხთან“ სატელეფონო საუბრისას განმარტა, რომ გარდაცვლილი 83 წლის კაცია, რომელიც მათთან უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. მისივე თქმით, იგი ბოლო დღემდე აპარატურულ სუნთქვაზე იყო. ტურძელაძისვე განმარტებით, გარდაცვლილს გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი, გულისა და თირკმლის უკმარისობა.
19:40 – პრეზიდენტი: „ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ გავრცელებული კრიტიკული და ცილისმწამებლური განცხადებები სრულიად მიუღებელია“
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დროს ლუგარის ლაბორატორიის შესახებ „კრიტიკულ და ცილისმწამებლურ“ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი სრულიად მიუღებელია.
„დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, ისევე როგორც მანამდე ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევები და მისი უდიდესი მნიშვნელობა ჩვენს დაფასებას და მადლიერებას იმსახურებს“, – ამბობს პრეზიდენტი.
პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე საქართველოს წარმატება სწორედ ცენტრის გამოცდილებამ, ამერიკელ პარტნიორებთან მისმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მზაობამ განაპირობა.
„სწორედ ამიტომ ლაბორატორიაზე თავდასხმა, ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა“, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა არსებული კრიზისის მართვასა და დაძლევაში ლუგარის ლაბორატორიის, მისი ხელმძღვანელობის, თანამშრომლების საქმიანობის მნიშვნელობასა და როლს ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.
17:40 – გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ისგან კიდევ 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამით ვირუსისგან განკურნებულთა საერთო ჯამი 207-მდე გაიზარდა.
16:00 – დიდი ბრიტანეთი საქართველოს 100 000 ლარის ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით დაეხმარა
საქართველოში დიდი პრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩომ საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 100 000 ლარის ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვ.) დაეხმარა.
Proud to stand together with the Georgian Defence Forces in their front line fight against #COVID 19 in #Georgia.
We worked with @ModGovGe & local suppliers to source & purchase protective equipment, including gloves, masks, disinfectants & other supplies within Georgia. pic.twitter.com/smRIxUSJA9
— UK in Georgia (@UKinGeorgia) May 1, 2020
„პერონალური დაცვითი საშუალებები სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან თავი იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებისას, როგორიცაა საქართველოს მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების კონტროლი“, – თქვა დიდი ბრიტანეთს თავდაცვის ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკმა ენტონი ბრუმველმა.
12:00 – შსს-მ საგანგებო რეჟიმის დარღვევის 156 ფაქტი გამოავლინა
შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 156 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 30 აპრილის 21:00 საათიდან 1 მაისის დილის 06:0 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 88 მოქალაქე დააჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 7 პირი, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო კი – სულ 61 მოქალაქე დააჯარიმეს.
11:00 – კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 27-ით გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კიდევ 27-ით – 566-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინე ეზუგბაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი შემთხვევებიდან 13 პაციენტის წყარო ბოლნისია, ოთხი საკარანტინო ზონიდან არის გადმოყვანილი, ორი მარნეულიდან, ერთი კი – თეთრიწყაროდან. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მარინე ეზუგბაიამ განმარტა, რომ მათი „წყაროების მოძიება ახლა მიმდინარეობს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)