ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 9 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების და 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 154 მლნ ლარი შეადგინა.
აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.580%, საშუალო შეწონილი 8.699%, ხოლო მაქსიმალური 8.740% იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- ფინანსთა სამინისტრომ 120 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
- ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 80 მლნ ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაყიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)