14 ივნისი, 1920 წელი: ჯარი და გვარდია როკის გვირაბისაკენ მიიწევენ
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 16 ივნისი, N132
გენერალური შტაბის სამხედრო ცნობა
ცხინვალის მიმართულებით 14 ივნისის განმავლობაში ჩვენი ჯარი მტერს სდევნიდა. ჩვენ გავსწმინდეთ ჯავის ხეობა და ჯარი როყის უღელტეხილისაკენ წინ მიიწევს.
დანარჩენ მიმართულებაზე სიწყნარეა.
ტფილისი, 15 ივნისი. სოხუმის ოლქში შეიარაღებული დაცემისათვის შეპყრობილნი ყაჩაღები სოლომონ ალექსანდრია და ამბაკო კვარაცხელია მიცემულ იქნენ სამხედრო საგანგებო სასამართლოში, რომელმაც მიუსაჯა მათ სიკვდილით დასჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება სისრულეში იქმნა მოყვანილი.
სახალხო გვარდიის შტაბის ცნობა
ჯავიდან სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს დეპეშით შემდეგს ატყობინებს გენერალი ალექსანდრე კონიაშვილი: დღეს ჩვენ დავიკავეთ ხვცე-ჩხივის ხაზი, ჩვენი წინსვლა იყო ნელი, რადგან ვესროდით თხემებსა და სიმაღლეებს, რომლებიც ბანდას ეჭირა.
პოლკოვნიკი ინწკირველი სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ივნისის 14-ს დეპეშით ატყობინებდა: დღეს ჩასავალის სოფლის საზოგადოებიდან მივიღეთ ცნობები, რომ ოსებში პანიკაა. 12 ივნისს ჩემთან შეტაკების დროს ოსები ძლიერ დაზარალდენ. მაყურებელნი გადმოქვცემენ, რომ ოსებს მიყავთ დაჭრილნი და დახოცილნი ცხენებითა და ურმებით. წარსულ ღამით ოსებმა ტყვიისმფრქვეველებით და თოფებით სროლა აგვიტეხეს. ისროდნენ ყუმბარებს. სროლას ზარალი არ მოუყენებია, რადგან როგორც სჩანს ოსები დიდათ მღელვარებდენ.
ცხინვალის მიმართულებით 14 ივნისის განმავლობაში ჩვენი ჯარი მტერს სდევნიდა, ჩვენ გავწმინდეთ ჯავის ხეობა და ჯარი როყის უღელტეხილისკე მიიწევს.
დანარჩენ მიმართულებაზე სიწყნარეა.