ევროპის სახალხო პარტია 8 მარტის შეთანხმებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე
ევროპის სახალხო პარტია მიესალმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „დაძაბულობის შემცირებისკენ მიმართულ მთავარ ნაბიჯს“, თუმცა შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის გამო, რომ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.
„მოვუწოდებთ შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“, – დაწერა Twitter-ზე ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა, რომელმაც 17 ივნისს პარტიის ონლაინსამიტში მიიღო მონაწილეობა.
ევროპის სახალხო პარტია იმედოვნებს, რომ საქართველოში მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს არ ექნება ადგილი „ამომრჩეველთა მოსყიდვას, დაშინებას, ძალადობის დაუსჯელობას და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, რის თაობაზეც საერთაშორისო დამკვირვებლები წინა არჩევნების დროს იტყობინებოდნენ“.
ასევე წაიკთხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)