საზოგადოებრივი აზრის კვლევა არჩევნებსა და პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TIG) მიერ 19 ივნისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში „ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაა“ საჭირო.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64% პარლამენტის მიერ 2019 წლის ნოემბერში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შესახებ ინფორმირებული იყო.
მათგან 31% ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილები ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით ჩავარდა, 25%-ის მოსაზრებით კი – ცვლილებების ჩაგდების მიზეზი მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. რესპონდენტების 14%-მა განაცხადა, რომ ეს იყო „ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატების თავისუფალი ნება მხარი არ დაეჭირათ ამ ცვლილებისთვის“.
კვლევაში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების როლის შესახებ საზოგადოების მოსაზრებაც არის წარმოდგენილი. გამოკითხულთა 9% მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში „ძალიან მნიშვნელოვანია“, 47% მიიჩნევს, რომ „მნიშვნელოვანია“; 24%-ს აზრით, „არც ისე მნიშვნელოვანია“, 9% ამბობს, რომ „საერთოდ არ არის მნიშვნელოვანია“, 11%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
რესპონდენტების 36%-მა განაცხადა, რომ ეთნიკური მრავალფეროვნება უფრო აძლიერებს ქვეყანას, ხოლო 31%-მა აღნიშნა, რომ უფრო ასუსტებს.
ასევე წაიკითხეთ:
- „TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში კორუფციის შესახებ
- „TI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)