კვლევა: რესპონდენტები სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გამო შეშფოთებას გამოხატავენ
გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი, ე.წ. „კლანი“ არსებობს, ნათქვამია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” დაკვეთით ჩატარებულ კვლევაში.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ზოგადი პრობლემების შესახებ და ამავდროულად, სისტემური ხარვეზების სწორი აღქმა გააჩნია.
საზოგადოების იმ 47%-დან, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი არსებობს, 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.
გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის, ხოლო 40%-ს აზრით, “კლანის” გავლენის ქვეშაა.
გამოკითხულთა 48% თვლის, რომ საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება. 14%-ს კი მიაჩნია, რომ ამგვარი მიზეზით დაპატიმრება საერთოდ არ ხდება.
რაც შეეხება პროკურატურას, ორგანიზაციის თქმით, „საგანგაშოა საზოგადოებრივი აზრი პროკურატურასთან მიმართებაში“. კვლევის თანახმად, საზოგადოების 72% პროცენტი მიიჩნევს, რომ ეს უწყება სრულად ან ნაწილობრივ ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)