ფინანსთა სამინისტრომ 80 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 23 ივნისს 80 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდი გაიყიდა.
ამავე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა.
აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.53%, საშუალო შეწონილი 8.668%, ხოლო მაქსიმალური 8.730% იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)