პარლამენტში გამოსვლისას გახარიამ რუსულ საფრთხეზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 26 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა და 2019-2020 წლებში მისი მთავრობის საქმიანობა შეაჯამა.
პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და სახელმწიფო მმართველობა ოთხ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, მთავრობამ რეალურ შედეგებს მიაღწია.
გახარიას თქმით, რუსული ოკუპაცია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მთავარ გამოწვევად რჩება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კვლავ ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია.
თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ ზედმიწევნით შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც ქვეყანამ ევროპელი პარტნიორების წინაშე აიღო, და შემდგომი ნაბიჯები გადადგას ევროკავშირში ინტეგრაციისა და სრულფასოვანი წევრობისკენ.
იმავდროულად, გახარიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოა, უშუალოდაა პასუხისმგებელი ადგილზე ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე. მიუხედავად ამისა, განაგრძო გახარიამ, მისი მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერ-მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმინეს
- პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა
- პრემიერმა პარლამენტში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)