საქსტატი: ივნისში ინფლაციის დონე 6.1% იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივნისში, წლიური ინფლაციის დონე 6.1% იყო, წინა თვესთან შედარებით კი – ინფლაციის დონემ -1.4% შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13.6%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (7.5%-იანი ზრდა); ტრანსპორტი (8.6%-იანი კლება).
ყოველთვიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (4.8%-იანი კლება); ტრანსპორტი (3.4%-იანი კლება); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (5.6%-იანი ზრდა); ჯანმრთელობის დაცვა (2.2%-იანი ზრდა).
ასევე წაიკითხეთ:
- საქსტატი: მაისში წლიური ინფლაცია 6.5% იყო
- საქსტატი: აპრილში წლიური ინფლაცია 6.9% იყო
- საქსტატი: მარტში წლიური ინფლაცია 6.1% იყო
- საქსტატი: თებერვალში წლიური ინფლაცია 6.4% იყო
- საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ იანვარში 6.4% შეადგინა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)