1920: იმერლები ფრონტს 610 000 მანეთით ეხმარებიან

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 13 ივლისი, N155

ფრონტისათვის

ზესტაფონი. დიდი ხანი არ არის, რაც შორაპანში დაარსდა ფრონტის დამხმარე სამაზრო კომიტეტი, რომლის მეოხებით იქნა შედგენილი მცირე კომიტეტები პროვინციებშიაც რამოდენიმე ადგილებში, სახელდობრ: ჩხარში, ხარაგოულში, ძირულაში და შორაპანში. მოხდა ყველგან ყრილობები, არჩეულ იქნენ მეთაურნი და გამოიტანეს ყველგან დადგენილებები, თუ რომელ კუთხეში რამდენს გაიღებენ აღნიშნული საქმისათვის თავიანთი ნებაყოფილებით, ასეთი დადგენილება გამოიტანა პირველად ზესტაფონის ვაჭარ-მოხელეებმა, რომლებმაც იკისრეს შეგროვება თავიანთ შორის 500, 000 მ. შემდეგ ხარაგოულის საზოგადოებამ როგორც ფულად ნივთებითაც შეაგროვა დაახლოებით 50, 000 მან., ჩხარმა 20,000 მან., ძირულამ 20,000 მან. და შორაპანმაც 20,000 მან. ყველა არჩეული პირნი ენერგიულად შეუდგნენ მუშაობას.

აქვე მოგვყავს შემომწირველთა სია:ა. შალამბერიძე და ე. სარალიძე 12 000 მ., მ. სიხარულიძემ და ს. მამალაძემ 12,000 მ., ძმები ნიორაძეებმა 12 000 მ., გაჩეჩილაძემ და ზ. კოვზირაძემ 12,000 მ.  ვ. წაქაძემ  10 000 მ., ი. ჩუბინიძემ 8, 000 მ., ზ. ყუფარაძემ 5,000 მ., დ. მახარაძემ 5 000 მ., პ. ებანოიძემ 5, 000 მ., მ. გაჩეჩილაძემ 5,000 მ., საკრედიტო ამხანაგობამ 5 000 მ., თ. ბურჯანაძემ 4 000 მ., ო. ჩოგოვაძემ 3 000 მ., ვ. ჩოგოვაძემ 2,000 მ., ფ.-ტელ. მოსამსახურეებმა ერთად 1 380 მ.,  ო. მანაგაძემ 1 500 მ., ვლ. მაღლაკელიძემ 1 500 მ., ყ. ებანოიძემ 1 500 მ., ვ. კობახიძემ 1 500 მ., ე. აქსამდროპულომ 1 500 მ., ძმებმა გაჩეჩილაძეებმა 1 500 მ., პ. ხარაზოვმა 1 500 მ., მ. დანელიამ 1 500 მ., ვ. ჭულუხაძემ 1 500 მ., ძმებმა მაღრაძეებმა 1 000 მ., თ. მესხიშვილმა 1 000 მ.,  ს. ნებიერიძემ 1 00 მ., მამალაძემ და ამხანაგებმა 1 000 მ.  ი. გუნცაძემ 1 000 მ., ლ. ბიბილიამ 1 000 მ., ო. ბოჭორილმა 800 მ., ს. კობახიძემ 800 მ., ვ. კაპანაძემ  1 500 მ., ი. ჟღენტმა 1 000 მ., ბ. საკანდელიძემ 600 მ. ს. ოქოევმა 600 მ., ნ. კუხიანიძე 600 მ., კ. თორთლაძემ 600 მ., უ. მუმლაძე 600 მ., ა. ჯოჯუამ 600 მ., კ. ბუაძემ  600 მ., ჭ. ბალდავაძემ 600 მ., ნ. დუბულაშვილმა 300 მ., ი. შეყრილაძემ 600 მ., კოლ. გეწაძემ 600 მ., კ. ჩუბუნიძემ  600 მ., ლ. ალავიძემ 600 მ., ო. შენგელიამ 600 მ., ხ. ხავთასმა  600მ., ქლიაბაძემ 1 000 მ., მ. ბუცხრიკიძემ 800 მ., პ. გველესიანმა 600 მ., ა. არაბიძემ 600 მ., ა. ბულეიშვილმა 600 მ., მ. აბრამიძემ 600 მ., გ. დევდარიანმა 500 მ., ლ. გოცაძემ 500 მ., ი. აბაშიძემ 500 მ., პ. ჭყოიძემ 500 მ., დ. გოგიაშვილმა 400 მ., ბ. შავდიამ 300 მ., პ. რაბაროვსკიმ 250 მ., დ. საკანდელოვმა 250 მ., დაშნიანი ამხ. 250 მ., ბ. ბურაკოვმა 300 მ., დ. კვანტრაძემ 250 მ., ი. კვინტრაძემ 500 მ., ს. ალავიძემ 250 მ., გ. კიკნაველიძემ 250 მ., ლ. თოდრია 250 მ., შეყრილაძემ 250 მ., ა. ჯალაღანიამ 250 მ.,  ა. მაჭავარიანმა 200 მ., ლ. ლუტიძემ 250 მ., გაჩეჩილაძე ბესარიონ, ოჯაროაძე 100 მ.

ზემოაღნიშნული ფულების ანგარიშიდან შორაპნის სამაზრო ფრონტის დამხმარე კომიტეტმა ჯერჯერობით გადააგზავნა თფილისში მთავარ კომიტეტთან 100 000 მანეთი.

ყოველგვარი შემოწირულობა შემდგომშიაც იქნება გამოცხადებული გაზეთებში.

შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით ი. მაღლაკელიძე